2023 წლის 14 ოქტომბერს სასწორის ნიშანში მზის დაბნელებაა და ამ მოვლენით, დაბნელების დერეფანი იხსნება. ის 2 კვირის განმავლობაში, 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ასტროლოგები ამბობენ, რომ აღნიშნული პერიოდი თითოეული ადამიანისათვის საყურადღებოა და გავლენა, შესაძლოა, ბევრი მიმართულებით გამოვლინდეს. დაბნელების დერეფნის გავლენა, შესაძლოა რამდენიმე დღით ადრეც და შემდეგაც ვიგრძნოთ და ამ პერიოდს, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი შედეგებიც აქვს.
პირველ რიგში, დაბნელების დერეფნის დროს ადამიანები მომატებულ შფოთვას, უენერგიობასა და უმოტივაციობას განიცდიან და დადებითი შედეგების მიღწევა ბევრად უფრო გაძნელებულია, ვიდრე ჩვეულებრივ. იმატებს კონფლიქტებისა და უთანხმოებების რისკი და კომუნიკაციაც გართულებულია.
თუმცა, ამავე პერიოდში, შესაძლებლობა გაქვთ, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ. გადახედოთ თქვენს შიშებს, გადააფასოთ არსებული ღირებულებები და ცხოვრება განახლებული ფურცლიდან დაიწყოთ. განსაკუთრებულ გავლენას ვერძისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რადგანაც სწორედ მათი ღერძია დაბნელების დერეფანში ჩართული. ასევე, შედარებით, ძლიერი გავლენა კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებს ექნებათ. ყველაზე საინტერესო და საყურადღებო მოვლენები შეიძლება განვითარდეს 6-დან 16 აპრილამდე დაბადებულ ვერძთან, 8-დან 19 ივლისამდე დაბადებულ კირჩხიბთან, 9-დან 19 ოქტომბრამდე დაბადებულ სასწორთან და 7-დან 16 იანვრამდე დაბადებულ თხის რქასთან.
უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში სამყარო თქვენს ცხოვრებაში ახალ, საინტერესო ნაცნობს შემოიყვანს, რომელთან ურთიერთობაზეც უარი არ უნდა თქვათ. მას შესაძლოა, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს და ბევრი დადებითი ემოცია მოგიტანოთ. თუ დიდი ხანია, რაიმეს შესწავლა გინდათ, ოქტომბრის მეორე ნახევარი სხვადასხვა უნარის გასაუმჯობესებლად, ცოდნის მისაღებად ძალიან კარგი პერიოდია.
დაბნელების დერეფნის დროს ყველაზე ემოციურ და არახელსაყრელ დღეებად პირველი და ბოლო დღე ითვლება - ანუ ყველაზე საყურადღებო 14 და 28 ოქტომბერია.28 ოქტომბერს კუროს ნიშანში მთვარის დაბნელებაა და ამ დღით დაბნელების დერეფანი იხურება.
ითვლება, რომ ამ დროს ადამიანები კარმული ვალებისაგან უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეებია, როცა შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ყველა საქმემ, პრობლემამ ახლა მოიყარა თავი. გარკვეულწილად, უიმედობის განცდა შეგექმნათ და ხელის ჩაქნევის სურვილი გაგიჩნდეთ. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ 2 კვირის განმავლობაში იმპულსური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შემდეგ ეს ძალიან ინანოთ.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუკი რაიმე ახალი და სერიოზული საქმის დაწყებას აპირებთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გსურთ, შეეცადეთ, ამ პერიოდში არ განახორციელოთ.
ასევე, არ არის რეკომენდებული:
გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში სამყაროში გაშვებული ნებისმიერი უარყოფითი ენერგია, შური, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება თქვენთვისაც საზიანო იქნება და ეს ემოცია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ამავე პერიოდში, კიდევ ერთხელ მოგიწევთ, წარსულში დატოვებულ ურთიერთობებზე, საქმეებზე დაფიქრდეთ და მიხვდეთ, ვის უნდა დაემშვიდობოთ საბოლოოდ და ვისთან ურთიერთობა აღარ განიჭებთ ბედნიერებას.
გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, განსაკუთრებით თქვენი მენეჯმენტის, საქმიანი პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ და არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები.