29 წლის ლამაზმანი, რომელმაც 83 წლის ალ პაჩინოსგან მოტყუებით გააჩინა შვილი, მსახიობს დაშორდა და 62 წლის მილიარდერ საყვარელს დაუბრუნდა - მშობლები

29 წლის ლამაზმანი, რომელმაც 83 წლის ალ პაჩინოსგან მოტყუებით გააჩინა შვილი, მსახიობს დაშორდა და 62 წლის მილიარდერ საყვარელს დაუბრუნდა

2023-10-10 09:34:59+04:00

2023 წლის სექტემბერში გამოჩნდა ცნობები, რომ 83 წლის ლეგენდა, ალ პაჩინო 29 წლის მიჯნურს დაშორდა. სამი თვით ადრე მათ საერთო შვილი გაუჩნდათ - ალ პაჩინოსთვის რიგით მეოთხე.

როგორც ამბობენ, ცნობილი და მდიდარი მამაკაცების გულთამპყრობელი ნურ ალფალა ყოფილ საყვარელს, 62 წლის მილიარდერ ნიკოლას ბერგრიუნს დაუბრუნდა - სწორედ მასთან ერთად ნახეს ბოლოს რამდენჯერმე.

xmvorqufh-2784773526915384025-1696916800.jpg
ნური და ნიკოლასი

მილიარდერი ნურთან ერთად სტინგის კონცერტს დაესწრო, მერე კი, სავარაუდოდ, ცნობილ სახლში წავიდნენ ერთად. ეს სახლი იმით არის ცნობილი, რომ 28 საძინებელი და 38 სააბაზანო აქვს, 63 მლნ დოლარი ღირს და საგამომცემლო მაგნატის უილიამ ჰერსტისგან შეიძინა ნიკოლასმა. აქვე გაატარეს თაფლობისთვე ჯონ და ჟაკლინ კენედიმ.

ნიკოლას ბერგრიუნს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს სასიძოდ მოიხსენიებენ, რომელიც ცნობილია თავისი ქველმოქმედებით და ასევე ინიციატივებით, მდიდრებმა ქონების დიდი ნაწილი გასცენ სასიკეთო საქმეებისთვის. მას ნური ალ პაჩინოსთან რომანის გაჩაღებამდე ხვდებოდა და მიკ ჯაგერთან რომანის შემდეგ - როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალს შეძლებული, ცნობილი და საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცები იზიდავს.

nfmcf-2063649557685830520-1696917084.jpg

ეგ კი არა, 89 წლის კლინტ ისტვუდთან რომანზეც კი საუბრობდნენ. თუმცა ნური ამბობდა, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ.

ყველა თავის ასაკოვან კავალერთან ქუვეითელ პრინცესად წოდებული ნური ძირითადად ერთობოდა, დაჰყვებოდა წვეულებებზე, ამბობენ, რომ ქონებაც დიდად არ იზიდავდა, რადგან თავად საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან არის და ბრილიანტები და ძვირფასი მანქანები მისთვის უცხო არ არის. უყვარს მდიდრული ცხოვრება, გართობა, დასვენება და მეგობრებიც ძირითადად მილიარდერები ჰყავს ან ჰოლივუდის ვარსკვლავები. კოლეჯში კინემატოგრაფიას სწავლობდა და საერთოდაც, კინემატოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს, შემდეგ კი კინო და ტელეპროდიუსერობის მაგისტრი გახდა, ასე რომ, კინოს წარმომადგენლებთანაც არ მოხვდა შემთხვევით. რამდენიმე ფილმის პროდიუსერობაც უკვე მოასწრო.

ფაქტია, ვარსკვლავური ბოიფრენდების ყოლა ხიბლავს. აი შვილის გაჩენა კი სწორედ ალ პაჩინოსგან გადაწყვიტა და სერიოზული ურთიერთობებიც მასთან გააბა.

alld-2-1685612192-1686903042-1696917374.jpg

პაჩინო იმდენად შოკირებული ყოფილა მეგობარი ქალის ორსულობის ფაქტით, რადგან ექიმები არწმუნებდნენ, რომ ამ ასაკში მას აღარ შეეძლო შვილების ყოლა, მამობის ტესტიც კი ჩაიტარა. ფაქტია, გენეტიკურმა ტესტმაც დაადასტურა მისი მამობა და პატარა ბიჭუნაც მალე დაიბადა.

p7rjt-0622191426832869844-1696917353.jpg

მაგრამ შვილის გაჩენამ მათი ურთიერთობები არ გაამყარა და ქორწინებამდეც არ მისულა საქმე. ამბობენ, რომ ალ პაჩინომ არ აპატია ნურს ორსულობის დამალვა - 11 კვირამდე არ გაუმხილა მან პარტნიორს, რომ ორსულად იყო, მერე კი ფაქტის წინაშე დააყენა.

სხვათა შორის, ალ პაჩინომ ჰოლივუდის მსახიობების რეკორდი მოხსნა. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ 79 წლის რობერტ დე ნირო კიდევ ერთხელ გახდა მამა, არავის ეგონა, რეკორდს თუ მოხსნიდა ვინმე. თუმცა მისმა კოლეგამ მოახერხა და 83 წლისას შეეძინა შვილი.