"თინეიჯერობისას ხშირად არის ზეწოლა "მეგობრების" მხრიდან, რომ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც არ გსურთ... მერე - დაცინვა და ჩაგვრა... არ გააკეთოთ ის, რაც არ გინდათ, "მეგობრები" შეიცვალეთ - თი მაჭავარიანის მიმართვა - მშობლები

"თინეიჯერობისას ხშირად არის ზეწოლა "მეგობრების" მხრიდან, რომ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც არ გსურთ... მერე - დაცინვა და ჩაგვრა... არ გააკეთოთ ის, რაც არ გინდათ, "მეგობრები" შეიცვალეთ - თი მაჭავარიანის მიმართვა

2023-10-10 10:24:45+04:00

ინფლუენსერი და სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი ინსტაგრამზე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც თინეიჯერობის ასაკს ახლავს და რაც, მისი ადრეულო მონათხრობების თანახმად, თავად საკუთარ თავზე გადაუტანია. მისი თქმით, მის უფროს შვილს ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე წელი თინეიჯერობის ასაკამდე, თუმცა ისინი უკვე ხშირად საუბრობენ ამ თემაზე, გარდატეხის ასაკზე და ა.შ.

"ერთ-ერთი რჩევა, რასაც მე ნიტას ვაძლევ და წინასწარ ვამზადებ, არის ის, რომ ძალიან ხშირად იგრძნობთ თანატოლებისგან ზეწოლას, რასაც ინგლისურად ვუწოდებთ peer pressure-ს. არასდროს იგრძნოთ თავი ვალდებულად, რომ თანატოლების ზეწოლას გაუძლოთ და აყვეთ მათ ისეთ რაღაცებში, რის გაკეთებაც თავად არ გსურთ. თუ რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იგრძნობთ დისკომფორტს, არ "ტეხავს" უარის თქმა, რადგან ხდება ხოლმე, რაღაცას გავაკეთებთ და მერე ვნანობთ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით წინასწარ... ხშირად ჩვენი "მეგობრები", რომელთაც იმ მომენტში მეგობრებად აღვიქვამთ, მოქმედებენ ჩვენზე, აქვთ დიდი გავლენა, ზეწოლას ახდენენ და გვაძალებენ, რომ გავაკეთოთ ესა თუ ის რაღაც. მაგალითად, დავლიოთ, მოვწიოთ, წავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც ისე არ წახვიდოდით, თქვენით, და გავაკეთოთ ბევრი ისეთი რამ, რის გაკეთებაც თავად არ გვინდა. და შემდეგ დაცინვა და ჩაგვრა მოსდევს ხოლმე ამას, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, "გოიმი" ხარ, "ბანძი" ხარ და ა.შ... თუ თქვენ რაღაცის გაკეთება არ გსურთ, არ გააკეთოთ, მეგობრები შეიცვალეთ".

დილის 7 საათზე ადგომა, სამი შვილის გამზადება, დალაგება, სადილი... ძილისწინა რიტუალი ცუდი სიზმრების საწინააღმდეგოდ - თი მაჭავარიანის ერთი დღე ცხოვრებაში
“მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა სკოლელმა, 6-მა ბიჭმა, ჩემზე იძალადა” - თი მაჭავარიანი