65 წლის მიშელ პფაიფერის ფოტოს მაკიაჟის გარეშე დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ვარსკვლავის 30-წლიანი სიყვარული და ოჯახური იდილია - მშობლები

65 წლის მიშელ პფაიფერის ფოტოს მაკიაჟის გარეშე დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ვარსკვლავის 30-წლიანი სიყვარული და ოჯახური იდილია

2023-10-11 21:59:23+04:00

მიშელ პფაიფერის სულ ახლახან, 65 წლის ასაკში, მაკიაჟისა და ფოტოშოპის გამოყენების გარეშე გამოქვეყნებული ფოტო უამრავი ქალისთვის იქცა შთაგონების წყარო. ჰოლივუდის ვარსკვლავი ყოველგვარი შელამაზების გარეშე წარდგა საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი შინაგანი სიმშვიდე და ოჯახური იდილიაა, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

65-1697047669.jpg

მომავალი ვარსკვლავი 1958 წლის 29 აპრილს დაიბადა სანტა-ანაში, კალიფორნიის შტატში, მრავალშვილიან ოჯახში. ოთხ შვილს შორის ის მეორე იყო. ორი და ჰყავს (რომლებიც ასევე მსახიობები არიან) და უფროსი ძმა რიკი.

მიშელის მამა, რიჩარდ პფაიფერი, ტექნიკით ვაჭრობდა, დედა - დონა ტავერნა კი დიასახლისი იყო. მიშელს საკმაოდ მდიდარი გენეტიკა აქვს. მამის მამა გერმანელი იყო წარმოშობით, ბებიას კი ინგლისური, ფრანგული, ირლანდიური და ჰოლანდიური წარმომავლობა ჰქონდა. დედის მხრიდან ბაბუა შვეიცარიელ-გერმანელი იყო, ხოლო ბებია - შვედი.

ოჯახი შეძლებული არასდროს ყოფილა, რაღაც პერიოდი კი ისე გაუჭირდათ, 14 წლის მიშელმა სუპერმარკეტში მოლარედ დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ოფიციანტადაც მუშაობდა და კონსულტანტადაც ტანსაცმლის მაღაზიაში. სწავლას არც მანამდე უთმობდა ბევრ დროს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი გოლდენ-ვესტის კოლეჯში კი ჩააბარა, იურისპრუდენციის შესწავლასაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ სწავლა მიატოვა და კარიერის აწყობას მიჰყო ხელი, სულ სხვა მიმართულებით.

mv5bnw-1697048105.jpg

იმ პერიოდში სილამაზის კონკურსებზე გამოდიოდა და მოდელობდა. "მის კალიფორნიაზე", 1978 წელს, მეექვსე ადგილი დაიკავა. ვერ გაიმარჯვა, თუმცა კონკურსების დროს შენიშნეს სწორედ პროდიუსერებმა და ცოტა ხანში პირველი როლებიც შესთავაზეს კინოში.

michelle-pfeiffer-1697048128.jpg

თავდაპირველად რამდენიმე უმნიშვნელო როლი შეასრულა, თუმცა 1983 წელს "ნაიარევი სახე" გამოჩნდა, რომელმაც ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა, უამრავი როლი, გამარჯვება, აღმავალი კინოკარიერა, მაღალი ჰონორარები, ულამაზეს ქალთა სიებში მოხვედრა და ყველაფერი ის, რაც მოჰყვებოდა ჰოლივუდის მსახიობობას.

618exrpfecl-1697048282._AC_UF894,1000_QL80_.jpg

ყველაზე წარმატებული 80-იანების დასასრული და 90-იანების დასაწყისი იყო, როცა უამრავი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით და "სახიფათო კავშირებისთვის" "ოსკარზეც" კი იყო წარდგენილი.

c8ab50e9dda2eed94b4dc2f1c905d897-1697048359.jpg

კინოში თამაში დღემდე არ შეუწყვეტია. 2022 წლის აპრილში გამოვიდა დრამატული სერიალი "პირველი ლედი", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს.

large-1697048490.jpgmichelle-pfeiffer-attends-the-european-premiere-of-the-news-photo-1639582616-1697048491.jpg

scale-1200-1697048490.jpg

სანამ თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდებოდა, მიშელი 1981 წელს მსახიობ პიტერ ჰორტონზე იყო დაქორწინებული. მერე მსახიობ ფიშერ სტივენსსა და ჯონ მალკოვიჩს ხვდებოდა. ხოლო 1993 წელს შეხვდა სცენარისტს დევიდ ე. კელის, რომელზეც ამავე წლის ნოემბერში იქორწინა და წყვილი დღემდე ერთად არის.

michelle-pfeiffer-david-e-kelly-4-d420472fc7dd474ca0b9793e2d433c7c-1697048491.jpgmichelle-pfeiffer-david-e-kelly-celebrate-27th-wedding-anniversary-02-1697048491.jpg

ჯერ კიდევ დაქორწინებამდე იშვილა მიშელმა გოგონა - კლაუდია როუზი, ხოლო მეუღლესთან 1994 წელს შეეძინა ვაჟი - ჯონ ჰენრი.

michelle-pfeiffers-kids-ss-embed21-1697048491.jpg

მიშელს ოჯახური იდილია აქვს, ძალიან უყვარს ქმარი, რომელთანაც 30-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს, აქვს საყვარელი საქმე და ამბობს, რომ ბედნიერი ქალია.

ad3d2b12a82d-michelle-pfeiffer-husband-z-1697048490.jpg.webp