"8 წლის ემილის მამამ შვება იგრძნო, როცა მისი ქალიშვილის გარდაცვალება გაიგო, რადგან იცოდა, რომ პატარას აღარ აწამებდნენ" - უმძიმესი ამბავი "ჰამასის" პატარა მსხვერპლზე და კამერებთან ატირებული მამა - მშობლები

"8 წლის ემილის მამამ შვება იგრძნო, როცა მისი ქალიშვილის გარდაცვალება გაიგო, რადგან იცოდა, რომ პატარას აღარ აწამებდნენ" - უმძიმესი ამბავი "ჰამასის" პატარა მსხვერპლზე და კამერებთან ატირებული მამა

2023-10-13 22:26:51+04:00

"8 წლის ემილის მამა, თომას ჰენდი შვებით შეხვდა ქალიშვილის გარდაცვალების ამბავს, რომელიც, სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტებმა* გაიტაცეს" - წერს Daily Mail.

მისი შვილის მდგომარეობის შესახებ ორდღიანი გაურკვევლობის შემდეგ მამამ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთი ამბები მისთვის ერთგვარი შვება იყო, რადგან ახლა მან იცის, რომ მის პატარა გოგონას არ აწამებენ და ყველაფერი დამთავრებულია.

ემილის ოჯახმა ორი დღის განმავლობაში არ იცოდა, სად იყო მათი ქალიშვილი. მოგვიანებით კაცმა მედიასთან განაცხადა:

"ჩვენ ვიპოვეთ ემილი. ის მოკვდა, დიახ, ამის გაგების შემდეგ, მე გავიღიმე, რადგან ეს იყო საუკეთესო სიახლე”, - კაცი ინტერვიუს დროს ატირდა. შეგახსენებთ, რომ ცნობილია, როგორ სასტიკად ექცევიან ჰამასის ტერორისტები მძევლებს. განაგრძეთ კითხვა