მათ შორის რამდენიმემ უკვე არაერთხელ მოიპოვა ყველაზე მოდურად და გემოვნებიანად შემოსილი ბავშვის სტატუსი ამ პატარებს ნამდვილად ზღაპრული ცხოვრება აქვთ - რასაც არ მოინდომებენ, ყველაფერი უსრულდებათ. მათი მშობლები მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები არიან, მილიონობით ჰონორარებით და ცდილობენ, პატარებს არაფერი მოაკლონ. დაბადებიდანვე ანებივრებენ ფუფუნების საგნებით, ძვირად ღირებული სათამაშოებით და რასაკვირველია, ბრენდული სამოსითაც. თუ მშობლები მილიონობით ზრდასრული ადამიანის გემოვნებასა და მოდის ტენდენციებზე ახდენენ გავლენას, მათი პატარები საბავშვო მოდის ტენდენციებს განსაზღვრავენ. მათ შორის რამდენიმემ უკვე არაერთხელ მოიპოვა ყველაზე მოდურად და გემოვნებიანად შემოსილი ბავშვის სტატუსი. თქვენ წინაშე სწორედ ეს პატარები არიან.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო, რომელსაც რატომღაც მამაკაცური სტილი აქვს არჩეული
სარა-ჯესიკა პარკერის ქალიშვილები მარიონი და ტაბიტა
ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ვაჟი რომეო
გვენ სტეფანის ვაჟი კინგსტონი
ჰარპერ ბექჰემი
მირანდა კერის ვაჟი ფლინი
მეთიუ მაკკონაჰის ვაჟი ლევი