მას მერე, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველი ბიოლოგიური ქალიშვილი შაილო გაიზარდა, ქალური სამოსის ჩაცმა დაიწყო და გოგოსავით გაპრანჭვაც (საჯარო ღონისძიებებზე მაინც), სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს მსჯელობა იმაზე, მაინც უფრო რომელ მშვენიერ წინაპარს ჰგავს. აქამდე ძირითადად მშობლებს ადარებდნენ, ბოლო დროს კი ანჯელინას დედასაც ბევრი ამსგავსებს - ულამაზეს ქალბატონს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო.
თავად გოგონა, რასაკვირველია, ნაკლებად ღელავს ამაზე. 17 წლისაა და თავისი გატაცებები აქვს. ძირითადად, ცეკვით არის გატაცებული, ჰიპ-ჰოპს ცეკვავს, ასწავლის კიდეც ცეკვას მოსწავლეებს და მოდელის კარიერაზეც ფიქრობს. ცოტა ხნის წინ მეგობარი ბიჭიც გამოუჩნდა, რომელიც დედასაც გააცნო.
ბოლო დროს სოციალურ ქსელში იმაზეც მსჯელობენ, როგორი იქნება შაილო მაკიაჟით და სხვაგვარი ვარცხნილობით და თანხმდებიან, რომ ის მართლაც ულამაზესია. ესეც შაილოს "სავარაუდო" გარეგნობა მაკიაჟით, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება: