მსახიობი ია ფარულავა ნანუკა ჟორჟოლიანს სტუმრობდა. მან ისაუბრა ტარიელ სუარის გამოჩენაზე მის ცხოვრებაში, როცა რთული ეტაპი ედგა დედის გარდაცვალების შემდეგ, მასთან 10-წლიან ურთიერთობაზე, დაშორებაზე; რობერტ დენიროსთან ურთიერთობაზე და ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დოზით იყო და გავლენაც მოახდინა, მის გამო დაბრუნდა ამერიკიდანაც.
"მართლა მიყვარდა... ერთი ადამიანის სიყვარული იყო ძალიან ძლიერი, რომლის გამოც მე გავბედე და 98 წელს ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან. მაშინ ხალხი გარბოდა და მე ჩამოვედი. თან როგორი ლოსანჟლესური ცხოვრებიდან... ამ ადამიანის სიყვარულმა გამაბედინა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი მანიპულაციის მსხვერპლი და მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი. არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს... ადამიანი ერთი რომ გაგაფრთხილებს, მეორე, მესამე, უნდა მიხვდე... მაგრამ მაინც არ ვამტყუნებ ამ სიყვარულს, რადგან მე ჩემს სამშობლოში დაბრუნება მინდოდა. თუმცა ცოტა გვიან მინდოდა დაბრუნება... მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა აქ ვიყო...
ამას ერთი გადაცემა სჭირდება... დავიღალე მინიშნებებით ლაპარაკით. ყველა ელოდება, რომ აღმოვთქვა ვინ არის....
ეს არის მიხეილ სააკაშვილი - ვინ იქნება?!
მიშამ ჩამომიყვანა ძალით, დამადგა ლოს ანჯელესში ჩემ საქმროსთან სახლში და უთხრა, ია ცოლად მომყავსო, მე მეტი რა მინდოდა... მეგონა ყველამ იცოდა ეს ამბავი. მაგრამ როგორც თავის ყველა ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც... მიშაზე, პიროვნებაზე შემიძლია ვთქვა, რადგან კარგად ვიცნობ... როგორც ვერაფერს ვიტყვი ცუდს, ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა, ცუდ ვერაფერს ვიტყვი, მან საოცარი რეფორმები ჩაატარა, დაუმსახურებლად არის ციხეში და ამას ყველაფერს ვაპროტესტებ...
მაგრამ როგორც ქალს... მიშა არ გეწყინოს, მე შენ ცუდად მომექეცი და ეს ძალიან კარგად იცი... მიშა რომ გამოვა, მიშა რომ კარგად იქნება, დაბერდება, 90 წლის გახდება, მერე დავწერ წიგნს..." - აღნიშნა ფარულავამ.