ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე საუბრობს, ასახელებს 4 ყველაზე ზუსტ ფორმულას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ, დაახლოებით, რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი და აღნიშნავს გავრცელებული მითების შესახებაც:
- ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ტანადი, მაღალი იყოს. თუმცა, ეს, უპირატესად, გენეტიკაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მითია გავრცელებული. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თავს იტყუებენ, ბავშვსაც შეიძლება, მისცენ ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმეს თუ შეასრულებს, სიმაღლეში გაიზრდება, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი მცდარია. ბავშვის სიმაღლე გენეტიკურად დეტერმინირებულია, ანუ ის უპირატესად მშობლების სიმაღლეზეა დამოკიდებული. თუმცა, შესაძლებელია, სხვა ახლო ნათესავების სიმაღლეც გასათვალისწინებელი იყოს. მაგალითად, ბაბუის, ან ბებიის სიმაღლეზე იყოს დეტერმინირებული. გვინახავს დაბალი მშობლები და ბავშვი გამოთვლილი ფორმულებით ბევრად მაღალია, ესე იგი, მას სხვა ახლო ნათესავისაგან აქვს დეტერმინირებული.
ოთხი ყველაზე ზუსტი და გამოყენებადი მეთოდი არსებობს, რომლებითაც შესაძლებელია, ბავშვის სიმაღლე გამოვთვალოთ:
ფიზიოლოგიურად ორგანიზმში ჰორმონების სწორ მუშაობას, მეტ-ნაკლებად ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი სჭირდება. მაგრამ, ადამიანმა რაც არ უნდა ბევრი ჭარხალი და სტაფილო მიიღოს, ეს დეტერმინირებულ სიმაღლეზე გავლენას ვერ მოახდენს. ისევე, როგორც სპორტი. მოსაზრება, რომ თუ ბავშვს კალათბურთზე შევიყვანთ, ის სიმაღლეში მოიმატებს, მითია. ცურვაზე, იოგაზე იგივე შეიძლება ითქვას. სპორტს სიმაღლეზე ზეგავლენის მოხდენა, პრაქტიკულად, არ შეუძლია. შესაძლებელია, მაქსიმუმ, 1-2 სანტიმეტრით შეცვალოს.
ის მოსაზრება, რომ სიმაღლეში ზრდა მომწიფების ასაკში მთავრდება, მითია. სიმაღლეში ზრდა, უპირატესად, გარდატეხის ასაკში ხდება. თუმცა, გარდატეხის ასაკის შემდგომაც, ადამიანმა შესაძლებელია, 3-4-5 სანტიმეტრით მოიმატოს. ბიჭების შემთხვევაში, ეს ასაკი კიდევ უფრო გადაწეულია.
მოსაზრებას, რომ მშობიარობის შემდეგ ქალი 2-3 სანტიმეტრით იზრდება სიმაღლეში, შესაძლოა, მითი დავარქვათ იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, ვიტამინები, რომლებსაც ხშირად მშობელი შვილებს აძლევს. ფიზიოლოგიურად, სამწუხაროდ, ვიტამინებს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ჩვენს სიმაღლეზე. ვიტამინს სიმაღლეში ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასეთი ვიტამინი არ არსებობს.
თუ ენდოკრინული დაავადებები არ არსებობს, დანარჩენ შემთხვევაში, სიმაღლეზე ზეგავლენის მოხდენა არაფერს შეუძლია.