მატილდა გვარლიანის ტრიუმფალური გზა მოდის სამყაროში გრძელდება და პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ ქართველ მოდელს კვლავ უწყვეტად აქვს ჩვენებები და გადაღებები. როგორც თავად არაერთხელ აღუნიშნავს, მის წარმატებაში დიდი წვლილი აქვთ მის მშობლებს, რომლებიც თავიდანვე გვერდით ედგნენ და მისი პირველი გულშემატკივრები იყვნენ. ისინი ახლაც მატილდას გვერდით არიან და საზღვარგარეთ მყოფსაც ჩააკითხეს. მოდელმა მშობლებთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
ასევე მისი დიდი გულშემატკივრები არიან მისი და-ძმა - სესილი და დავითი.