პატარა მომღერალ ვაჩე ღვინიაშვილს ყველა იცნობს. პროექტ "რანინაში" მონაწილეობის შემდეგ, არაერთ გადაცემაში გამოჩნდა და საზოგადოების წინაშე წარდგა არა მხოლოდ მომღერალი, ასევე, როგორც პოეტი. ამჯერად, ვაჩემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ისაუბრა დედის არსსა და მნიშვნელობაზე. მისი სიტყვები ძალიან ემოციური აღმოჩნდა უამრავი დედისთვის და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა.