მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ფეისბუქზე უბრალო ქვის ფოტოს აქვეყნებს და რამდენიმე წლის წინანდელ ემოციურ ამბავს იხსენებს მამასთან, გიორგი გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით:
„უკან ვზივარ მამას მანქანაში და ქვა დევს. მამას ვუთხარი: მაა, უკან ქვა გიდევს მანქანაში-თქო. "ხო-ხოო, იყოს, ბავშვებმა მაჩუქეს და წამოვიღეო". ბათუმიდან თბილისში წამოღებული ქვა, მოწყვეტილი ღილი, ერთჯერადი კოვზი და კიდევ რა მოთვლის, რამდენი ასეთი საჩუქარი ინახებოდა მამას უჯრაში, რამდენი პატარა მოსულა ჩვენთან და მამასთვის საჩუქრად მიუცია სამახსოვროდ პატარა ნაწილი...
ზღაპარში ვცხოვრობდით ამ ზღაპრის გმირის დამსახურებით, ბოროტება თუ არსებობდა სადმე, ისიც კი არ გვეგონა, ფერადი სამყარო შეგვიქმნეს მამამ და დედამ და ეს ფერები დღემდე მოგვყვება ...“
ნანუკას მამა - გოგიჩა, გიორგი გოგიჩაიშვილი წლების განმავლობაში "ბასტი ბუბუს" წამყვანი იყო და დიდ ბავშვს ეძახდნენ პატარების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. მისმა გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული. სამწუხაროდ, გიორგი ნანუკას შვილებს ვერ მოესწრო. მოდელმა ცხოვრება ნიკა ნაყოფიას მამის გარდაცვალების შემდეგ დაუკავშირა, თუმცა, მამამ იცოდა მათი სიყვარულის შესახებ.
წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ხშირად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში. ბავშვების ფოტოებს კვლავაც არ ასაჯაროებენ.
თეკლა ჟვანია