წლების წინ გაშვილებული ვაჟი ქალმა გენეტიკური ტესტით მაშინ იპოვა, როცა ის მის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებდა - შემთხვევა, რომელმა ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება შეცვალა - მშობლები

წლების წინ გაშვილებული ვაჟი ქალმა გენეტიკური ტესტით მაშინ იპოვა, როცა ის მის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებდა - შემთხვევა, რომელმა ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება შეცვალა

2023-10-30 16:21:32+04:00

მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომლებიც ამათუ იმ მიზეზის გამო, ბიოლოგიურ მშობლებს დააშორეს და მშვილებელ ოჯახებში გაიზარდნენ. მათ, როგორც წესი, არ იციან, ვინ არიან ბიოლოგიური მშობლები და მით უმეტეს, დედმამიშვილები. ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით ერთი ქალის ვაჟი კინაღამ ბიოლოგიური ოჯახის სიძე გახდა.

შემთხვევა ჩინეთში მოხდა. ქალმა, რომელიც ქალიშვილს ათხოვებდა, დაიჟინა, მის საქმროს გენეტიკური ტესტი ჩაებარებინა. ამის შესახებ Thaiger იუწყება.

გამოცემის თანახმად, 45 წლის ქალმა, სახელად ჩენმა, ძიანგსუს პროვინციიდან, მარტომ გაზარდა ნაშვილები ქალიშვილი მინგი. ჩენის ქმარი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ვაჟი კი მრავალი წლის წინ დაიკარგა და უშედეგო ძებნის შემდებ მშობლებმა მისი პოვნის იმედი დაკარგეს. .

ჩენმა წლების შემდეგ გოგონა იშვილა და დადგა ის დროც, როცა შვილობილმა შეყვარებული გააცნო. ქალს სასიძოს სახე ძალიან ეცნო, რადგან საოცრად ჰგავდა მის განსხვენებულ ქმარს. ჩენმა დაუშვა აზრი, რომ დაკარგული შვილი გამოჩნდა. ეჭვების გასაფანტად კი დნმ-ის ტესტის გაკეთება გადაწყვიტა .

ანალიზის შედეგებმა დაადასტურა ჩენის ვარაუდი: მინგის ბოიფრენდი მართლაც მისი დაკარგული შვილი აღმოჩნდა. მოულოდნელმა ამბავმა ოჯახი შოკში ჩააგდო. ჩენს გაუხარდა, რომ ვაჟი იპოვა, მაგრამ მინგმა არ იცოდა, რომ ნაშვილოები იყო. ამიტომ იფიქრა, რომ საკუთარ ძმაზე ქორწინდებოდა.

ჩენმა აუხსნა მინგის, რომ მათ შორის სისხლით ნათესაობა არ არსებობდა. ამის მიუხედავად, გოგონამ მაინც გადაწყვიტა შეყვარებულთან დაშორება.