მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილზეა ორსულად. ამის შესახებ მან ინსტაგრამის გამომწერებს ტესტის ფოტოთი აცნობა.
ნუკის და მის მეუღლეს ბენს ერთი ვაჟი ჰყავთ - ოლივერი, რომელსაც ძირითადად ამერიკაში ზრდიან. თუმცა ნუკი ხშირად ჩამოდის საქართველოში და აქაურ პროექტებშიც მონაწილეობს. ბოლოს "სამზარეულოს ომების" მონაწილე იყო და ფინალამდეც კი მივიდა. გადაღებების შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა შვილთან ერთად და სულ ახლახან ჰელოუინიც ერთად აღნიშნა ოჯახმა.