ცნობილი ტანმოვარჯიშისა და ტელეწამყვანის ქეთი ხატიაშვილის ექსკლუზიურ ფოტოს ჟურნალი OK აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქეთი მეორე შვილს ელოდება.
მოგვიანებით დაწერა პოსტი ინსტაგრამზე:
"ვინ არის კიდევ ჩემი გამომწერებიდან ორსულად, ან ჯანსაღი რჩევები ვისაც გაინტერესებთ დაპლუსდით...
ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რჩევები და ვარჯიშები შევაგროვე ამ თვეების მანძილზე, რომელიც მეხმარება კარგად ყოფნაში. ხო და თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ".
33 წლის ქეთის ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
ის და სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან და ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთად ბედნიერები არიან. ახლა უკვე მათ საერთო შვილიც ეყოლებათ.