სინოდის განჩინებით, ნათლობის წესში გარკვეული ცვლილება შევიდა, რითაც ნათლიების რაოდენობა შეიზღუდა. ამ ცვლილებამ ბევრს გაუჩინა კითხვა, ხომ არ შეიცვლება რამე იმ ნათლიებთან დაკავშირებით, რომლებმაც ამ განჩინებამდე მონათლეს ადამიანები.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილე პირების მიმართ არაფერი იცვლება.
ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობასთან დაკავშირებულ ძველ წესსაც აქვეყნებს.
"სინოდის განჩინებაში ასახულია ნათლობასთან დაკავშირებული ძველი წესი, იხილეთ 1875 წლის სახელმძღვანელოდან შესაბამისი ამონარიდი. 2023 წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება, ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება." - წერს სასულიერო პირი.