ბავშთა ასაკში დიაბეტის მართვის შესახებ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგი ანა მაღალდაძე გვსაუბრება:
სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
- შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის, ანუ შაქრის დონის არაერთჯერადი მატებით ხასიათდება. Ბავშვებში მეტად გავრცელებულია ტიპი 1 დიაბეტი, რომელიც ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის ფონზე ვითარდება. საქართველოში ამ დიაგნოზის მქონე 1500-მდე არასრულწლოვანია, თუმცა ცნობილია, რომ წლიდან-წლამდე მას მთელს მსოფლიოში მზარდი ტენდენცია ახასიათებს, განსაკუთრებით, ჩრდილო ევროპულ ქვეყნებში. დიაბეტის ახალიშემთხვევების ასეთი სწრაფი მატების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.
- სამწუხაროდ, მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, ჩვენ მხოლოდ ვმართავთ პროცესს - ინსულინის დეფიციტის შევსებას გარედან შეყვანილი სინთეტური ინსულინით ვცდილობთ, რითიც სისხლში გლუკოზის დონეს ვარეგულირებთ. დიაბეტის მართვისთვის აუცილებელია ინსულინოთერაპია, გლიკემიის მონიტორინგი, კვების რეჟიმის დაცვა და საკვებში ნახშირწყლების დათვლა, რისთვისაც მშობლებს შესაბამისი განათლება სჭირდებათ. საქართველოში 20 წელზე მეტია, დიაბეტის მართვისთვის სახელმწიფო პროგრამა არსებობს. ამ პროგრამის ფარგლებში, პაციენტებისთვის განკუთვნილია ყოველწლიური ვაუჩერი, რაც ინსულინებს, საინექციო შპრიც-კალმებს, გლუკომეტრებსა და სენსორებს მოიცავს - გლუკოზის გასაკონტროლებლად და სხვადასხვა თერაპიული მომსახურებებს.
- Ბავშვთა ასაკში განვითარებული დიაბეტის 90%-ზე მეტი ვითარდება იმუნური სისტემის შეცდომის საფუძველზე, როდესაც ჩვენი ორგანიზმი იწყებს საკუთარი ბეტა უჯრედების - ანუ უნსულინის წარმომქნელი უჯრედების დაზიანებას, რასაც მოყვება სისხლში ქრონიკულად მაღალი შაქრის არსებობა, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვთა ასაკში და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობის დაწყებას. Სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს მითი, რომ თუ ინსულინის ინექციას გაუკეთებ ბავშვს, ამით მას ინსულინზე დამოკიდებულს გახდი, რის გამოც ხშრად მშობლები აგვიანებენ ექიმთან მიმართვას, იწყებენ დიეტოთერაპიას და მხოლოდ მდგომარეობის დამძიმების ან კომის განვითარების შემდეგ მიმართავენ ექიმს. ასევე მითია, რომ ტიპი 1 დიაბეტის განვითარება არასწორი კვების ან სტრესის ან აცრების ბრალია. Მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე, დიაბეტი ტიპი 1 არაპრევენცირებადი დაავადებაა, იწყება უეცრად, ხშირად ვირუსული ინფექციის ფონზე, თუმცა ინფექცია მხოლოდ მის მაპროვოცირებელ ფაქტორს წაროადგენს, და არა გამომწვევ მიზეზს. უმრავლეს შემთხვევაში არც გენეტიკური წინასწარგანწყობა არსებობს.
- გართულებები შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე. ქრონიკული გართულებები ნაკლებად გვხვდება ბავშვთა ასაკში, მწვავე გართულებები კი საკმაოდ ხშირია. Მათ შორისაა გლუკოზის კრიტიკულ ზღვარზე ქვემოთ დავარდნა სისხლში, რაც ძალიან სახიფათოა. ასეთი შემთხვევებისთვის ყველა ოჯახში არის ჰორმონი გლუკაგონი, რომელიც კუნთში კეთდება და შედეგად, სწრაფად წევს მაღლა სისხლში გლუკოზის დონეს. დოზირება მარტივია, თუ ბავშვი 25 კგ-მდეა, ნახევარი დოზაა საკმარისი (0,5 მგ), 25 კილოდან ზემოთ კი კეთდება სრულად.
ასევე, დიაბეტის მწვავე გართულებაა კეტოაციდოზი, საზოგადოებაში ცნობილი როგორც აცეტონის დაგროვება სისხლში. დღეს ბაზარზე არსებობს აპარატი კეტო-გლუკომეტრი, რომლის საშუალებითაც პაციენტებს აქვთ საშუალება, აკონტროლონ სისხლში როგორც გლუკოზის, ასევე კეტოსხეულების დონე, და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიმართონ კლინიკას. არსებობს კეტოსხეულების შარდში საზომი ჩხირებიც, ე.წ. კეტოფანის ჩხირები, რომლებიც შარდში საზღვრავენ კეტონურ სხეულებს, თუმცა ეს ნაკლებად ზუსტი მეთოდია და უპირატესობა სისხლში განსაზღვრის მეთოდს ენიჭება.
- კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი. Რაციონში ზომიერად უნდა იყოს ცხიმიც და ცილაც, რაც შეეხება ნახშირწყლებს, შაქარი, პრაქტიკულად, სრულად უნდა იყოს ამოღებული რაციონიდან, რთული ნახშირწყლები კი მიიღება საკვებში მათი დათვლით. Ჩვენს ქვეყანაში ვიყენებთ პურის ერთეულების სისტემას, 1 პურის ერთეული 10 გრამ ნახშირწყალს გულისხმობს.
- დღეში, მინიმუმ, 4-5-ჯერ უნდა გაკეთდეს გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. Სასურველია, მეტჯერაც. თანამედროვე გლუკომეტრებისთვის სისხლის წვეთის მინიმალური ოდენობა საკმარისია და საჩხვლეტებიც, ანუ ლანცეტი, საკმაოდ ატრავმულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ერთჯერადი მოხმარებისაა, რეალურად კი მას ხშირად მრავალჯერადად იყენებენ. ასევე ადრე, სისხლის პირველი წვეთის მოწმენდა იყო საჭირო, დღევანდელი გლუკომეტრებისთვის კი ეს საჭიროება აღარ არის. აღსანიშნავია, რომ ყველა გლუკომეტრს ცდომილების ალბათობა 10% აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გლუკომეტრის სიზუსტის შემოწმება სპეციალური სითხით, მაგალითად ქეარსენსის გლუკომეტრის შემოწმება შესაძლებელია მის შემომტან აფთიაქ “ჯიპისი”-ში, აკუ-ჩეკის აპარატის კი მის შემომტან შ.პს. “მიკროლაიფში” და ა.შ.
გლუკომეტრების, ანუ სისხლში გლუკოზის გაზომვის ალტერნატივა არის სენსორები, რომელიც კანზე მაგრდება და ქსოვილოვან სითხეში ზომავს გლუკოზის დონეს. ქსოვილოვან სითხეში არსებული გლუკოზის მაჩვენებელი 10-12 წუთით ჩამორჩება სისხლში არსებულს, ანუ თუ სისხლში გლუკოზა არის 150 მგ/დლ, სენსორზე ამას ჩვენ დავინახავთ 10-12 წუთის შემდეგ. ამ მეთოდს უწოდებენ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემას, რაც გარდა მონიტორინგისა, კარგია დაბალი შაქრის დროული აღმოჩენისა და/ან პრევენციისათვის.
- ინსულინოთერაპიას არ აქვს ალტერნატივა არცერთ ქვეყანაში, მხოლოდ მიწოდების ფორმებშია სხვაობა. ინსულინის მიწოდება გარდა შპრიც-კალმებისა, შესაძლებელია კანქვეშა მუდმივი ინფუზიით, ე.წ. ინსულინის ტუმბოთი, რომელიც რამდენიმე ტიპის არსებობს - ზოგიერთი თვითონ არეგულირებს ინსულინის დოზის ზრდას მაღალ შაქარზე, ან პირიქით, ინსულინის მიწოდების შეწყვეტას დაბალი გლიკემიის დროს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკებს, თუმცა საკმაოდ ძვირია და ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად გამოიყენება.
ძალიან მნიშნველოვანია და უნდა აღინიშნოს ნაზალური გლუკაგონი ბაქსიმი, რომელიც 2019 წლიდან გამოიყენება ამერიკასა და ევროპაში 4 წლის ასაკიდან, მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს, რომელსაც გონების კარგვა ახლავს. დოზა ერთჯერადია, არ საჭიროებს წონის მიხედვით კორექციას და არის ადვილი მოსახმარი. თუმცა ბაქსიმი არ არის რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. დროულად უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია, რათა შესაძლებელი გახდეს ბაქსიმის ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანა.
- რა თქმა უნდა ინსულინი, გლუკომეტრი, გლუკაგონი - საინექციო თუ ნაზალური ფორმის, რაიმე ტბილი წვენი ყოველი შემთხვევისთვის. ინსულინი და გლუკაგონი ოთახის ტემპერატურაზე ინახება, ამიტომ ტრანსპორტირება არაა პრობლემა, თუმცა მოდის ცხელი სეზონი, ასეთი დღეებისთვის ვურჩევ სპეციალურ თერმოსტაბილურ ჩანთას, ზოგიერთს მოყვება ჟელე, რომელიც წინასწარ იყინება და შემდეგ ინარჩუნებს ინსულინისათვის სასურველ ტემპერატურას ჩანთაში 6-12 საათის განმავლობაში, შესაძლებელია მშრალი ყინულის გამოყენებაც. გაუწყლოების რისკი სიცხეში დიაბეტიან ადამიანებში უფრო მაღალია, ამიტომ არ უნდა დაავიწყდეთ სითხის საკმარისი ოდენობით მიღება.
აუცილებლად ოჯახის ყველა წევრმა, მასწავლებლება, მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რა არის გლუკაგონი, რა შემთხვევაში და როგორ ხდება მისი გამოყენება.
R