სოციალურ ქსელში ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალის: ნატა ბერეჟიანის, თათია თექთურმანიძის, ნანუკა გულუასა და ქეთი ხატიაშვილის ფოტო გავრცელდა. დაემთხვა, რომ ისინი ორსულად არიან - ნატა და თათია მეექვსე თვეში, ნანუკა - მეცხრეში, ხოლო ქეთი მეხუთე თვეშია.
მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება.
მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილე თათია თექთურმანიძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა.
ნანუკა გულუა
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა პირველი შვილის დედა ცოტა ხნის წინა გახდა. მას და კახაბერ კაშიას უსაყვარლესი გოგონა, ნინა ჰყავთ.