ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ ოქტომბრის ბოლოს დაიწერეს ჯვარი. წყვილი ლელა წურწუმიასთან იყო გადაცემაში სტუმრად და ისაუბრა ცხოვრების ახალ წესზე, ახალ ჩვევებზე, თუ რა მოსწონთ ერთმანეთის და რა - არ, როგორ აღიქვამენ უარყოფით კომენტარებს მათი მისამართით. ნინამ ისიც აღნიშნა, რომ ნანობს წინა ქორწინებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ეს მის ჯანმრთელობაზე აისახა და ისიც თქვა, რომ ძალიან განიცდის, როდესაც მის ქორწინებას სანდროს წარსულ ურთიერთობას ადარებენ.