ინსულტის სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს და ის ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებად ითვლება. ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას:
- ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.
როგორც წესი, ინსულტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით იწყება. როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანა.
ჰემორაგიული ინსულტი უფრო ვერაგ ინსულტად ითვლება, როდესაც თავის ტვინში უკვე სისხლდენა მიმდინარეობს. ეს შესაძლოა, ისევ და ისევ კარდიოლოგიური პრობლემებით იყოს განპირობებული, როგორიცაა ჰიპერტენზია, ანუ წნევის მატება, ტრავმა და ანევრიზმის გასკდომა.
როგორც წესი, კარდიოლოგიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია. გულის კარდიო-ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და ჰოლტერმონიტორინგი, როდესაც პაციენტი 24 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშაა.
ის ადამიანები, რომლებსაც არითმია აწუხებთ, მედიკამენტებს განუწყვეტლივ უნდა იღებდნენ იმიტომ, რომ მედიკამენტი აკონტროლებს, რომ რითმი არ დაირღვეს. თუმცა, მედიკამენტი, რა თქმა უნდა, სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.
ზოგადად, ითვლება, რომ ინსულტი, როგორც წესი, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო გვხვდება. თუმცა, საგანგაშო და საინტერესო სტატისტიკაა ის, რომ 2019 წლის მონაცემებით, ინსულტის შემთხვევების 63% 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. ასევე, საგანგაშო არის ის, რომ დაფიქსირებული ინსულტების 89% დაბალი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა, ისეთებში, როგორშიც საქართველოც ითვლება.
სამწუხაროდ, ინსულტის განვითარების ასაკი გაახალგაზრდავებულია.
ინსულტის რისკ-ფაქტორად ითვლება: