ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბრაზილიელი მოდელის, ადრიანა ლიმას გამოჩენა რამდენიმე დღის წინ, ზედმეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 41 წლის ადრიანას გვერდით იყო მისი ახლანდელი მეუღლე და მათი შვილები წინა ქორწინებებიდან ადრიანას ორი ქალიშვილი და მისი მეუღლის ქალ-ვაჟი. ფოტოებს დიდი განხვები მოჰყვა. საზოგადოებამ ჩათვალა, Victoria's Secret-ის ცნობილი მოდელის სახე წარუმატებელი ფილერის შედეგი იყო და იმასაც ამბობდნენ, შეიძლება წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შედეგია და სწორად არ გაუკეთეს დაჭიმვაო.
ადრიანამ ცოტა ხანს მოითმინა, მერე კი აუდიტორიის წინაშე წარდგა ბუნებრივი, უმაკიაჟო ფოტოთი და ზედ წარწერით, თუ რა დეამართა მის სახეს. "დიახ, ასეთი სახე აქვს თინეიჯერი გოგონას, ორი მოზარდი გოგონას, ერთი აქტიური ბიჭის და კიდევ - ერთი წლის ბავშვის დედას, რომელიც სწავლობს სიარულს, და... სამი ძაღლის... გმადლობთ ზრუნვისთვის".
საქმე ის არის, რომ ადრიანასთან არიან ხშირად მისი მეუღლის შვილებიც წინა ქორწინებიდან და მოდელი ხუთი ბავშვის და სამი ძაღლის გარემოცვაში ცხოვრობს.
ცნობისათვის, ადრიანა რამდენიმე წელი იყო დაქორწინებული კალათბურთელ მარკ იარიჩზე, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავს. 2021 წლიდან არის პროდიუსერ ანდრე ლემერსის გვერდით, რომელთანაც 2022 წელს გაუჩნდა საერთო შვილი.
ეს კი ადრიანა წლების წინ, პოპულარობის პიკზე.