ამ ტესტით შეგიძლიათ, საკუთარი თავი შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ გამოჩენილი ქართველი მწერლების შემოქმედება და სხვადასხვა ნაწარმოები. თუკი 15 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:
მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
2. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?
3. რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი სიტყვები:
"რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის."
4. დაასრულეთ აფორიზმი შოთა რუსთაველის პოემიდან "ვეფხისტყაოსანი"
"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ... ჰგონია;"
5. რომელი პოემიდანაა სიტყვები:
"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."
6. ვის ეკუთვნის ნაწარმოები "ხმელი წიფელი"?
7. ვის აღწერს პოეტი შემდეგი სიტყვებით: "კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი".
8. ვისი ნაწარმოებია "ხევისბერი გოჩა"?
9. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაწარმოები აღწერს 1659 წლის კახეთის აჯანყებასა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლას?
10. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები?
11. ჩამოთვლილთაგან, რომელი ავტორი ითვლება რომანტიკოს მწერლად?
12. რომელი ლექსი იწყება შემდეგი სიტყვებით:
"წარვედ წყალის პირას სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;"
13. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაწარმოების გმირია გაღარიბებული აზნაური ბეკინა?
14. რომელი ნაწარმოებიდანაა სიტყვები:
"ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ" ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა..."
15. ვისი ლექსიდანაა სიტყვები:
"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა."