რამდენად კარგად იცნობთ ქართულ პროზა-პოეზიას? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებასა და მეხსიერებას შეამოწმებს - მშობლები

რამდენად კარგად იცნობთ ქართულ პროზა-პოეზიას? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებასა და მეხსიერებას შეამოწმებს

2023-11-17 11:29:13+04:00

ამ ტესტით შეგიძლიათ, საკუთარი თავი შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ გამოჩენილი ქართველი მწერლების შემოქმედება და სხვადასხვა ნაწარმოები. თუკი 15 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:

1. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,

მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;

თვალთ ისარი, შენატყორცნი,

ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

  • "ალუდა ქეთელაური"
  • "ბახტრიონი"
  • "გამზრდელი"

2. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?

  • "შუშანიკის წამება"
  • "აბო თბილელის წამება"
  • "სარჩობელაზედ"

3. რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი სიტყვები:

"რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის."

  • "კაცია-ადამიანი?!"
  • "მგზავრის წერილები"
  • "განდეგილი"

4. დაასრულეთ აფორიზმი შოთა რუსთაველის პოემიდან "ვეფხისტყაოსანი"

"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ... ჰგონია;"

  • ბულბული
  • მერცხალი
  • შროშანი

5. რომელი პოემიდანაა სიტყვები:

"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

მას გეცილების მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;

თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."

  • "აჩრდილი"
  • "დავითიანი"
  • "ბახტრიონი"

6. ვის ეკუთვნის ნაწარმოები "ხმელი წიფელი"?

  • ვაჟა-ფშაველას
  • ილია ჭავჭავაძეს
  • აკაკი წერეთელს

7. ვის აღწერს პოეტი შემდეგი სიტყვებით: "კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი".

  • მუცალს
  • ალუდა ქეთელაურს
  • მინდიას

8. ვისი ნაწარმოებია "ხევისბერი გოჩა"?

  • ალექსანდრე ლორთქიფანიძის
  • გრიგოლ რობაქიძის
  • ალექსანდრე ყაზბეგის

9. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაწარმოები აღწერს 1659 წლის კახეთის აჯანყებასა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლას?

  • "ბაში-აჩუკი"
  • "თორნიკე ერისთავი"
  • "გველის პერანგი"

10. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები?

  • "დიონისეს ღიმილი"
  • "მთვარის მოტაცება"
  • "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"
  • "ჩაკლული სული"

11. ჩამოთვლილთაგან, რომელი ავტორი ითვლება რომანტიკოს მწერლად?

  • გრიგოლ ორბელიანი
  • ჭაბუა ამირეჯიბი
  • დავით კლდიაშვილი

12. რომელი ლექსი იწყება შემდეგი სიტყვებით:

"წარვედ წყალის პირას სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;"

  • "სული ობოლი"
  • "შემოღამებად მთაწმინდაზედ"
  • "ფიქრნი მტკვრის პირას"

13. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაწარმოების გმირია გაღარიბებული აზნაური ბეკინა?

  • "ბაკულას ღორების"
  • "სამანიშვილის დედინაცვლის"
  • "ქამუშაძის გაჭირვების"

14. რომელი ნაწარმოებიდანაა სიტყვები:

"ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ" ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა..."

  • "დადიანის ასული და მათხოვარი"
  • "ტრაგედია უგმიროთ"
  • "შელოცვა რადიოთი"

15. ვისი ლექსიდანაა სიტყვები:

"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა."

  • გალაკტიონ ტაბიძის
  • პაოლო იაშვილის
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის

სწორი პასუხები

  1. "გამზრდელი"
  2. "სარჩობელაზედ"
  3. "მგზავრის წერილები"
  4. ბულბული
  5. "დავითიანი"
  6. ვაჟა-ფშაველას
  7. ალუდა ქეთელაურს
  8. ალექსანდრე ყაზბეგის
  9. "ბაში-აჩუკი"
  10. "ჩაკლული სული"
  11. გრიგოლ ორბელიანი
  12. "ფიქრნი მტკვრის პირას"
  13. "სამანიშვილის დედინაცვლის"
  14. "ტრაგედია უგმიროთ"
  15. გალაკტიონ ტაბიძის