მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწას კიდევ ერთი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. კერძოდ, სპეციალისტების თქმით, 22-დან 26 ნოემბრამდე დედამიწის მაგნიტოსფერო უწესრიგო და ქაოსური იქნება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს მოვლენა განსაკუთრებით მათთვის იქნება შესამჩნევი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამინდის მიხედვით იცვლება. მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტური ველის რყევას გულისხმობს, რა დროსაც მზიდან კოსმოსში გაისროლება პლაზმა. მას მზის ქარსაც უწოდებენ. მზის ქარი ქაოსურად მოძრაობს, დედამიწას უახლოვდება და იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრითა და ინტენსივობით "ენარცხება" მზის სხივები დედამიწას, ადამიანებიც შესაბამის გავლენას გრძნობენ.
მაგნიტური ქარიშხლის დღეებში, როგორც წესი, ადამიანებს ხშირად თავის ტკივილი, წნევის ცვლილება, თავბრუსხვევა, სისუსტე აწუხებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე კი ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა უნდა გამოიჩინონ. მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა, ზოგიერთი სიმპტომი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან ნევროლოგიური პრობლემები გააუარესოს.
მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. შესაძლოა, გუნება-განწყობილების მოულოდნელი დაქვეითება, კომუნიკაციის გართულება, უკონტროლო ბრაზი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი იგრძნოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, უჩვეულოდ აჟიტირებული იყოთ, გრძნობდნეთ მომატებულ შფოთვას, გიჭირდეთ კონცენტრირება და დამშვიდებას ვერ ახერხებდეთ.
თუ გსურთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აირიდოთ, აღნიშნული დღეებისათვის, სპეციალისტების შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ: