თავისი კარიერა ცნობილმა ლამაზმანმა და ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ჰანდე ერჩელმა "ფუმფულა" გოგონას იმიჯით დაიწყო, რამდენიმე წელში კი სულ სხვაგვარად წარდგა მაყურებლის წინაშე.
პირველად ეკრანზე 2013 წელს გამოჩნდა და მაშინ მისი სამსახიობო ოსტატობა აღნიშნეს, წარმატებული კარიერაც უწინასწარმეტყველეს, თუმცა თურქეთის ერთ-ერთი მთავარი სექსსიმბოლო თუ გახდებოდა, ვერავინ იფიქრებდა.
როგორც ჩანს, თავად ჰანდეს არ აკმაყოფილებდა საკუთარი გარეგნობა და მისი შემდგომი გამოჩენა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ბევრმა ვერც იცნო, რომ ეს ისევ ჰანდა იყო - სულ სხვა სიარულის მანერით, გამხდარი, ნავარჯიშევი. მალე სილამაზის იდეალად აღიარეს და ეძებდნენ ასეთი საოცარი გარდასახვის საიდუმლოს.
თავად ამბობს, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე გულმოდგინე მუშაობის შედეგია. იმის გამო, რომ სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაციონს ძალიან მკაცრად არჩევს. საკუთარი თავისთვის შეადგინა იდეალური მენიუ, რის წყალობითაც არც მშიერი რჩება და სხეულიც იდეალურად აქვს. ძირითადად ბოსტნეულს მიირთმევს და დღეში ორ ლიტრ წყალს სვამს. ირჩევს ცილოვან საკვებს ბოსტნეულით, უჯრედისებით მდიდარს, წახემსებას კი მწვანე ვაშლით ამჯობინებს. თითქმის აღარ მიირთმევს ტკბილს და ცომეულს, თუმცა ხანდახან გამონაკლისებს უშვებს. დღეში ექვსჯერ მიირთმევს, პატარა ულუფებს. მისი თქმით, დაბალანსებული კვებაა მთავარი მისი საიდუმლო. მისივე თქმით, მკაცრი და სასტიკი დიეტების მომხრე არაა, რადგან ის ცუდად მოქმედებს ზოგად განწყობზეც და გარეგნობაზეც.
გარდა ამისა, ჰანდე ვარჯიშობს პირად მწვრთნელთან, სიმძიმეებსაც ეწევა და საღამოობით იოგითაც არის დაკავებული. ასევე აღიარებს, რომ უყვარს მასაჟი და გადაღებების შემდეგ მოდუნებაშიც ეხმარება და იდეალურ დგომაშიც.
ასე რომ, მისი თქმით, მან მიაღწია იდეალურ შეთავსებას სხეულისა და სულის მდგომარეობის, როცა გარეგნულადაც კმაყოფილია საკუთარი თავით და განწყობაც იდეალური აქვს.