ბრედ პიტი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ ბავშვებთან ურთიერთობას დაალაგებს, თუმცა დრო გადის და ისინი სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან დედას და არ გამოთქვამენ მასთან ურთიერთობის სურვილს.
უფროსი გოგონა ზაჰარა, რომელიც უკვე 18 წლისაა, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - სპელმანის ქალთა ჰუმანიტარულ კოლეჯში სწავლობს და მშობლების სახლიდანაც გადავიდა, იქვე ცხოვრობს, უნივერსიტეტთან ახლოს. კარგი სწავლის გამო, ის უკვე მიიღეს უნივერსიტეტის ე.წ. ელიტურ საზოგადოებაში და რამდენიმე დღის წინ შედგა ცერემონია. სწორედ იქ გაირკვა, რომ ზაჰარამ უარი თქვა მამის გვარზე - ცერემონიაზე წარდგა, როგორც ზაჰარა ჯოლი და ამით ყველას მიანიშნა, რომ აღარ აპირებს მამობილთან ურთიერთობის დალაგებას.
სასამართლო პროცესი ცოლ-ქმარს შორის ბავშვების მეურვეობაზე კვლავ იწელება. ბრედი ამბობს, რომ ანჯელინა განგებ ახანგრძლივებს პროცესს და ელოდება, როდის გახდებიან ბავშვები სრულწლოვანები და თავად გადაწყვეტენ ამ საკითხს. პიტს ეშინია, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელდება და ანჯელინა ყველაფერს იზამს, რომ ბავშვები საბოლოოდ განუდგნენ ბრედს. როგორც ჩანს, ასეც ხდება. ზაჰარა პირველი არაა, ვინც მამის გვარზე თქვა უარი. ჯერ კიდევ 2021 წელს იგივე შაილომ გააკეთა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ სოციალურ სივრცეში.