კოსტა სანიკიძე, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, დაჭრეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სანიკიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის შესახებ დეტალებს ლენუკა ყიფშიძე გვიყვება."ეს ადამიანი მანამდე (რამდენიმე დღით ადრე) მეზობელთან შევიდა და კოსტა სანიკიძეს კითხულობდა. საერთოდ არ ვიცით ვინ არის. არც კოსტა იცნობდა, გაოგნებული იყო.
მერე რუსთავი 2 მოვიდა ჩაწერეს, პოლიციაშიც იყო (კოსტა), აქტიურად იყო პოლიციაც ჩართული და წყნარად ვიყავით.
დღეს, გამთენიისას სახლში დაუკაკუნა კარზე, შვიდი საათი იყო და დედამისის თვალწინ დაჭრა. წარმოიდგინეთ, დედამისი უყურებდა, შვილს როგორ უჭრიდნენ. განაგრძეთ კითხვა