გადაცემაში "იმუნიტეტი" პროფესორები - ივა, გუგა და ალექსანდრე კუზანოვები საუბრობენ, რამდენად გაზრდილია საქართველოში მამაკაცების მხრიდან პლასტიკურ ქირურგთან მიმართვიანობა და რომელი ასაკიდანაა პლასტიკური ქირურგია ბავშვებსა და მოზარდებში დაშვებული.
- ჩვენი პაციენტების 25-30% მამაკაცია. მომართვიანობამ მოიმატა არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი პაციენტი მამაკაცებიც საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ.
ყურების პლასტიკის პირველი ოპერაცია მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკაში ჩატარდა. ირლანდიელ ბავშვს გამოშვერილი ყურის ნიჟარები ჰქონდა და სკოლაში დასცინოდნენ. ყურების ნიჟარების კორექცია შეიძლება, ბავშვს 7 წლიდან ჩაუტარდეს. ყველაზე მარტივი ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და 1 საათი სჭირდება...
ცხვირის ოპერაცია 16-17 წლიდან შეიძლება, გაკეთდეს და საშუალოდ, 1,5 საათი სჭირდება. თანამედროვე რინოპლასტიკაში ძალიან ბევრი მიმართულებაა - არის შენარჩუნებადი რინოპლასტიკა, სტრუქტურული რინოპლასტიკა, როცა ყველა ანატომიურ სტრუქტურას ვამაგრებთ. ზოგჯერ, დიდი დაზიანებების დროს, ნეკნის ხრტილის გამოყენებაც საჭიროა...
ასევე ხშირია მამაკაცური ორგანოს პლასტიკური ოპერაციები. თუ ჩვენს კლინიკაში თვეში 200-მდე ოპერაცია კეთდება, აქედან 20 კაცი მაინც პენისის ზომის გაზრდის პროცედურას იტარებს. ოპერაცია ტრავმული არ არის. 1 საათში კეთდება. შესაძლოა, ნარკოზით, ან ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთდეს და მეორე დღეს ადამიანი უკვე სამსახურშია. მთელ მსოფლიოში ერთი სტანდარტია - ოპერაციის შედეგად 2-დან 3 სანტიმეტრამდე ემატება.