თუკი მომატებული კილოგრამები თქვენთვის პრობლემაა, დაკლება გსურთ და შესაბამის მოტივაციას, ჯერჯერობით, ვერ პოულობთ, შესაძლოა, ამ ვარსკვლავების ისტორიები თქვენთვის შთაგონება აღმოჩნდეს:
მაქსიმალური წონა: დაახლოებით, 110 კგ
მინიმალური წონა: დაახლოებით, 80 კგ
რებელ უილსონი ჰოლივუდის კომედიების საყვარელი გმირია და ის სახალისო ისტორიები, რომლებშიც მისი გმირები ხშირად ეხვევიან, ბევრ ადამიანს უყვარს. როგორც მსახიობი ამბობს, ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უქმნიდა, ამიტომაც 1 წელიწადში 30 კილოგრამი დაიკლო. როგორ მოგწონთ შედეგი?
მაქსიმალური წონა: 134 კგ
მინიმალური წონა: დაახლოებით, 70 კგ
სრულ ფორმებს ადელისთვის არც კარიერაში და არც პირად ცხოვრებაში ხელი არ შეუშლია. მომღერალმა ძალიან დიდ წარმატებასა და აღიარებას მიაღწია და არც თაყვანისმცემლები აკლდა. თუმცა, როგორც მომღერალი ამბობს, რაღაც ეტაპზე, როდესაც სარკეში იყურებოდა, საკუთარი თავი აღარ მოსწონდა. ზოგიერთი გულშემატკივარი ამბობს, რომ ადელმა ტრანსფორმაცია საიმონ კონეკისთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც არ უნდა იყოს, 2019 წელს მომღერალმა წონაში კლება დაიწყო და საოცარ შედეგს მიაღწია. ადელმა 60 კილოგრამი დაიკლო.
მაქსიმალური წონა: 115 კგ
მინიმალური წონა: 65 კგ
ისევე, როგორც რებელ უილსონი, ჯონა ჰილიც საკუთარი სრული ფორმებით გახდა პოპულარული. 2010-იანი წლების დასაწყისში მსახიობმა წონაში დაიკლო, თუმცა ახალი როლისთვის პუტკუნა, სახალისო პერსონაჟი სჭირდებოდათ და ჰილმაც კარიერისა და სასურველი როლის მიღების გამო 40 კილოგრამი მოიმატა! როდესაც 115 კილოგრამს მიღწია, მიხვდა, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცები უნდა შეეცვალა და კვლავ გახდომა გადაწყვიტა. როგორც თავად მსახიობი ამბობს, ზედმეტმა კილოგრამებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეუქმნა. თუმცა, შიშობდა, რომ წონაში დაკლების გამო, შესაძლოა, კარიერაში ხელი შეშლოდა და რეჟისორებს მასთან თანამშრომლობა აღარ მოსდომებოდათ. თუმცა, ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის, განახევრდა, ჯონა ჰილი კვლავ პოპულარული მსახიობია და ახალი შესაძლებლობებიც გაეხსნა.
მაქსიმალური წონა: 109 კგ
მინიმალური წონა: 60 კგ
2019 წლის მარტში ჯესიკა სიმპსონი მესამე შვილის დედა გახდა. მშობიარობის წინა დღეს კი ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს გულწრფელი ფოტოები გაუზიარა, სადაც ჩანდა, რომ ფეხები შეშუპებული ჰქონდა და წონაშიც საგრძნობლად მოიმატა. სიმპსონი მაშინ 109 კილოგრამს იწონიდა. თუმცა, მშობიარობის შემდეგ, 6 თვეში 45 კილო დაიკლო. ვარსკვლავმა შედეგს სწორი კვებითა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით მიაღწია.
მაქსიმალური წონა: 80 კგ
მინიმალური წონა: 45 კგ
წლების განმავლობაში კრისტინა აგილერა მაყურებლის წინაშე განსხვავებული ფორმით გამოდიოდა. ხან ძალიან გამხდარი იყო, ხანაც წონაში საგრძნობლად იმატებდა. თუმცა, ვარსკვლავმა მოახერხა და საკუთარ იდეალურ წონას მიაღწია და ზედმეტ კილოგრამებს გაუმკლავდა.
მაქსიმალური წონა: 208 კგ
მინიმალური წონა: 72 კგ
ჩვენი რეიტინგის ნამდვილი რეკორდსმენი რეალითი-შოუს ვარსკვლავი, ჯუნია, რომელმაც წონაში 136 კილოგრამი დაიკლო! მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და შესანიშნავ შედეგს მიაღწია. როგორც ცნობილია, ჯუნიმ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ქალიშვილის სამოტივაციოდაც მიიღო, რომელიც ასევე ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდა.
მაქსიმალური წონა: 90 კგ
მინიმალური წონა: 50 კგ
კელი ოსბორნი ზედმეტ კილოგრამებს მთელი ცხოვრება ებრძოდა. წონაში ხან იმატებდა, ხანაც ძალიან იკლებდა. საბოლოოდ, მან 38 კილოგრამის დაკლება მოახერხა და როგორც თავად ამბობს, ის კომპლექსებიც მოიშორა, რომლებიც წონის გამო ჰქონდა.
მაქსიმალური წონა: 90 კილოგრამზე მეტი
მინიმალური წონა: 60 კგ
როგორც ამბობენ, ზაკ გალიფიანაკისმა წარმატებას ზედმეტი კილოგრამების გამო მიაღწია. მსახიობი კომედიურ სერიალებსა და ფილმებში მოანაწილეობდა და მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა. თუმცა, ვარსკვლავმა ამ ფორმით პოპულარობასა და წარმატებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ზედმეტ კილოგრამებს შებრძოლებოდა. მსახიობს სურდა, რომ ჯანმრთელობა და სიძლიერე შეენარჩუნებინა და წონაში კლების გადაწყვეტილებაც მიიღო.