ყველა მცენარის მოთავსება ბავშვის ოთახში არ შეიძლება. უპირატესობა მიანიჭეთ დეკორატიულ-ფოთლოვან მცენარეებს როცა ბავშვები წამოიზრდებიან და თავიანთ ოთახში დაბინავდებიან, უკვე შეიძლება, მათ ოთახში დეკორატიული მცენარეების განთავსებაზეც იზრუნოთ. ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ვისაც უყვარს დეკორატიული მცენარეები და მათი მოვლა, სავსებით მისაღებია, ბავშვის ოთახშიც მიუჩინოს მათ ბინა, ოღონდ, რასაკვირველია, ზომიერად - ბავშვის ოთახი ორანჟერეად არ უნდა აქციოთ. მით უმეტეს, რომ მცენარეების მოვლა, მათზე დაკვირვება, მათი შესწავლა ბავშვზე დადებით გავლენას მოახდენს.
ოღონდ, გარკვეული წესების გათვალისწინებაა საჭირო. ყველა მცენარის მოთავსება ბავშვის ოთახში არ შეიძლება. უპირატესობა მიანიჭეთ დეკორატიულ-ფოთლოვან მცენარეებს, და არა მოყვავილეებს, რათა სავარაუდო ალერგიული რეაქცია აიცილოთ თავიდან. ასევე დაუშვებელია შხამიანი და ეკლიანი მცენარეები.
როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, ბავშვის ოთახისთვის ყველაზე შესაფერისი მცენარეებია: ქლოროფიტუმი, დრაცენა, ფიკუსი, უზამბარული ია, ექევერია, ე.წ. ფულის ხე, ბეგონია.