რა სიხშირით უნდა ბანაობდეს ბავაშვი სხვადასხვა ასაკში - ეს შეკითხვა ბევრ მშობელს გასჩენია. რა თქმა უნდა, ბავშვებითვის წყლის პროცედურები აუცილებელია: ბანაობა მისთვის პირველი ფიზიკური თერაპიაა. წყალში ყოფნა აძლიერებს კუნთებს, ეხმარება სასუნთქ სისტემას (ტენიანი ჰაერი ასუფთავებს ცხვირს და ფილტვებს და , ხელს უწყობს სწორ და თანაბარ სუნთქვას), აძლევს ბავშვს ახალ შეგრძნებებს, ეხმარება დასაძინებლად მომზადებაში.
ბანაობის შემდეგ ბავშვს უკეთესი მადა აქვს და უფრო სწრაფად იძინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ყოველდღე უნდა დაბანოთ.
ბევრი ცნობილი პედიატრი თვლის, რომ ახალშობილთა ყოველდღიურად დაბანას ჰიგიენის თვალსაზრისით, აზრი არ აქვს, რადგან ჩვილები, პრაქტიკულად, არ ჭუჭყიანდებიან.
ექიმების თქმით, ყოველდღიური დაბანა არ არის საჭირო იმ ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც უკვე დამატებით კვებაზე გადავიდნენ და ფეხიც აიდგეს. თუმცა ბავშვის საერთო ჰიგიენა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ - ბავშვი არ უნდა დადიოდეს სველი საფენით ან ჭუჭყიანი ტანსაცმლით.
მედიცინის დოქტორი, ამერიკული პედიატრიული ასოციაციის წარმომადგენელი დოქტორი ლორა გენა აღნიშნავს, რომ კვირაში სამზე მეტჯერ დაბანამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის კანს: წყლის ხშირმა ზემოქმედებამ შეიძლება ეგზემა გამოიწვიოს, რომელიც სიმშრალით და ქავილით გამოიხატება. ადრეულ ასაკში გაჩენილი ეგზემა კი ასთმის განვითარების რისკებს შეიცავს.
ბავშვის დაბანისას უნდა გახსოვდეთ, რომ მისი კანი ბევრად უფრო ნაზი და თხელია, ვიდრე ზრდასრულის - დასაბანმა საშუალებებმა და თვით წყალმაც კი შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვის კანი გამშრალი, აქერცლილი და გაწითლებულია, შეწყვიტეთ ყოველდღიური დაბანა და დააკვირდით ბავშვის მდგომარეობას.
ბავშვთა დასაბან საშუალებებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ისინი არაეფექტურია - მათი დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებები მინიმალურია, ეფექტი კი უბრალო გამდინარე წყლის ეფექტს არ აჭარბებს.
ეგზემის ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენელი მარგარეტ კოქსი გვირჩევს, მოვერიდოთ საპნის შემცველ პროდუქტებს, თუ ბავშვს კანის დაავადების ნიშნები აქვს. ის ბავშვის დაბანას კვირაში არა უმეტეს ორჯერ, სპეციალური დასაბანი ზეთებისა და დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენებით გვირჩევს.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის აზიზ შეიხის რეკომენდაციით, ჯობს აირჩიოთ ის საბავშვო შამპუნები და დასაბანი გელები, რომლებიც არ შეიცავს პარფიუმსა და საღებავებს. რაც შეეხება ქაფიან აბაზანას, მისი გადმოსახედიდან, ის „აბსოლუტური ბოროტებაა“ ბავშვთა კანისთვის.
რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო იშვიათად სჭირდება დაბანა, რაც, რა თქმა უნდა, კარგი ამბავია იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებმაც უკვე გადალახეს თამამშით ბანაობის ასაკი.
6-დან 11 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ კვირაში ერთხელ დაიბანონ.
რა თქმა უნდა, შეიძლება მეტჯერ დაბანაც გახდეს საჭირო, თუ თქვენი შვილი მართლაც ჭუჭყიანდება, ოფლიანდება ან აუზზე დადის. ოღონდ, უმჯობესია ეს დამატებითი წყლის პროცედურა სავსე აბაზანაში კი არა, სწრაფ და სასიამოვნოდ გრილ შხაპში ჩატარდეს.
როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის იმუნური სისტემა განვითარებას აგრძელებს, ძლიერდება და ჭუჭყი, ბაქტერიები და ვირუსებიც კი, რომლებსაც ის ერთი კვირის განმავლობაში შეხვდება, მხოლოდ მის გაძლიერებას უწყობს ხელს.თუმცა მაინც არ დაივიწყოთ ჰიგიენის წესები.
რა თქმა უნდა, წყლის პროცედურების იგნორირება არ შეიძლება და მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვებმა კბილების გახეხვის, ხელ-პირის დაბანის ჩვევა გამოიმუშაოს.
სამაგიეროდ, მოზარდობის ასაკში კვლავ მოგიწევთ ხშირი ბანაობა. სქესობრივი მომწიფების პერიოდში შხაპის მიღება ყოველდღიურადაა საჭიროა. გარდა ამისა, დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ და დაიბანეთ ყოველ ჯერზე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.