ფრანგი მსახიობი და ულამაზესი მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი ვენსან კასელი, ლამაზმანთან დაშორების შემდეგ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული - მშვენიერ მოდელ ტინა კუნაკიზე, რომელთანაც მესამე შვილი შეეძინა.
თუმცა მსახიობი ვერც ტინასთან გაჩერდა დიდხანს და ცოტა ხნის წინ ახალი რომანი წამოიწყო - 27 წლის მოდელთან, რომელსაც ბევრი ტინას ასლს უწოდებს. ბრაზილიელი მოდელი ნარა ბაპტისტა მართლაც ძალიან ჰგავს ტინას.
ვენსანი რამდენიმე თვეა ნარას ხვდება, ერთად იყვნენ რიო-დე-ჟანეიროში, ლონდონში და პარიზში.
ერთად გაატარეს 23 ნოემბერიც, ვენსანის დაბადების დღე - მსახიობს 57 წელი შეუსრულდა.
რასაკვირველია, პრესა ბევრს წერს ახალ წყვილზე და როგორც ჩანს, ნარას მობეზრდა ტინა კუნაკისთან შედარებები. სწორედ ამას უკავშირებენ მისი თაყვანისმცემლები მისი სტილის მოულოდნელ ცვლილებას - მოდელმა უცებ თმა მოკლედ შეიჭრა და გაიქერავა.