ამ ტესტის ავტორები ამბობენ, რომ თუ 10 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი გენიოსი ხართ, შესანიშნავი ზოგადი განათლება და ცოდნა გაქვთ. მაშ, ასე - გთავაზობთ, შეამოწმოთ თქვენი ცოდნა:
1. რა ეწოდება საკანცელარიო ფაილს სამეცნიერო ენაზე?
- ერზაცი
- ფლიპჩარტი
- მულტიფორი
2. რომელი ხმა ჰქონდა ლუჩიანო პავაროტის?
3. ვინ გამოიგონა სიტყვა "ლილიპუტი"?
- დენიელ დეფომ
- ჯონათან სვიფტმა
- ჩარლზ დიკენსმა
4. ზამთარში პანდები ღრმა ძილს მიეცემიან. ეს...
5. როდესაც პანდორამ ყუთი გახსნა, უბედურება და სიღარიბე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგრამ, ყუთში რაღაც დარჩა. რა იყოს ის?
6. რა ჰქვია გეომეტრიულ ფიგურას, რომელიც ორ ტოლ წრესა და მათ შორის სივრცეს წარმოადგენს, რომლებიც პარალელურ სიბრტყეზეა განლაგებული და მათი ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთი ამ სიბრტყეების მართობულია?
- პარალელეპიპედი
- კუბი
- ცილინდრი
7. ფლამინგოს ფრენა შეუძლია. ეს...
8. რამდენი წყვილი ნეკნი აქვს ადამიანს?
9. რა ჰქვია თაგვების შიშს?
- ბაზოფობია
- ანემოფობია
- მუსოფობია
10. რომელ კონტინენტზე მდებარეობს მაჩუ-პიქჩუ?
- აფრიკაში
- აზიაში
- სამხრეთ ამერიკაში
სწორი პასუხები:
- მულტიფორი (იგივე ფაილი) არის დოკუმენტებისა და საკანცელარიო ნივთების ფაილი, პლასტიკური შეფუთვა, რომელიც ქაღალდებს დაზიანებისა და დაბინძურებისაგან იცავს. ერთ მხარეს კი პერფორაციები, ანუ ნახვრეტები აქვს დასამაგრებლად.
- ლუჩიანო პავაროტის ტენორი მთელ მსოფლიოში ცნობილია. მას სამყაროს უდიდეს ტენორთა შორისაც ასახელებენ.
- სიტყვა "ლილიპუტი" ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჯონათან სვიფტმა პირველად მაშინ გამოიყენა, როდესაც მისი ნაწარმოების გმირი "ლილიპუტების" ქვეყანას ეწვია. ამის შემდეგ ტერმინი ფართოდ დამკვიდრდა და ტანდაბალი ადამიანების აღმნიშვნელად მოიაზრება.
- დათვების უმეტესობისგან განსხვავებით, პანდა ზამთარში არ იძინებს. თუმცა, მათ ძილი მაინც უყვართ. ცივ სეზონზე დაძინების ნაცვლად, პანდები ნაკლებად აქტიურები ხდებიან და მათი ცხოვრების ტემპი ნელდება.
- მითოლოგიის მიხედვით, პანდორამ ყუთის დახურვა მოახერხა და იქ ერთი რამ - იმედი დარჩა.
- ცილინდრი.
- ფლამინგოს საკუთარი აგებულება და პროპორციები საშუალებას აძლევს, რომ 600 კმ-მდე დისტანციებზე 50-60 კმ/სთ სიჩქარით იფრინოს. როდესაც დიდ მანძილზე გადაადგილება უწევთ, როგორც წესი, ღამით მოძრაობენ.
- ადამიანს 24, შესაბამისად, 12 წყვილი ნეკნი აქვს.
- მუსოფობია - სახელი ლათინური სიტყვიდან "mus" მომდინარეობს და "თაგვს" ნიშნავს. ხოლო "ფობია" შიშს აღნიშნავს.
- მაჩუ-პიქჩუ, XV საუკუნის ცნობილი ძეგლია, რომელიც პერუში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს.