მეტყველება ბავშვებში და მეტყველების დაგვიანება დღეს ძალიან გვრცელებული პრობლემაა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ცნობილი უკრაინელი პრდიატრი ევგენი კომაროვსკი რამდენიმე რჩევას გვაძლევს, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის დროულად ალაპარაკებას.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უცნაურად, სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ. სინამდვილეში, ეს არის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი ბავშვთა მეტყველების განვითარებისთვის. აღწერეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ, უთხარით სად ხართ, რას ხედავთ და რას აკეთებთ. ისაუბრეთ იმაზე, რაც გაინტერესებთ თქვენ და თქვენს შვილს. კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, რომ სანუკვარი „დედა“ ბავშვისგან რაც შეიძლება მალე გაიგონოთ.
კომუნიკაცია კარგია, ორმხრივი კომუნიკაცია კიდევ უკეთესი. ჩართეთ ბავშვი დიალოგში, ნება მიეცით ბავშვს გიპასუხოთ არა სიტყვებით, არამედ რაიმე რეაქციით, ეს უკვე კარგია. ხაზს უსვამთ კითხვას ინტონაციურად, რათა ბავშვმა გაიგოს, რომ ეს არის კითხვა და მოითხოვს პასუხს.
მოკლე დროით (ან დიდი ხნით) მოგიწევთ მთხრობელი გახდეთ. შეგიძლიათ მოიფიქროთ ისტორიები ყველაფერზე - თუნდაც სუფრაზე დადებულ ყაბაყზე, თუნდაც ფანჯრის მიღმა არყის ხეზე, თუნდაც სკამზე მძინარე კატაზე. და წერის ნიჭი არ არის საჭირო, მთავარია ლაპარაკი, ბავშვისკენ მიბრუნება და მისი დაინტერესება.
კომუნიკაციამ უნდა გამოიწვიოს პოზიტიური ასოციაციები. თორემ რა აზრი აქვს ამას, რატომ დაეუფლოს მეტყველების უნარს, თუ სიამოვნებას არ მოაქვს? გახადეთ საუბარი სახალისო და საინტერესო, არა მხოლოდ საგანმანათლებლო.
„ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ბევრად მეტი ესმით, ვიდრე ჩვენ გვგონია“, - ამბობს ექიმი კომაროვსკი. ამიტომ არ არის საჭირო მეტყველების ზედმეტად გამარტივება. სიტყვები უნდა იყოს მარტივი - მაგრამ ნორმალური, ზრდასრული, ყოველგვარი „ამუნიების“ და „ფიების“ გარეშე.
არავერბალური კომუნიკაციაც ბევრს ნიშნავს და აადვილებს მის გაგებას. საჭიროა ჟესტიკულაცია, ღიმილი და „მიმიკებით თამაში“ - ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო იქნება.
თქვენი საქმე მხოლოდ ლაპარაკი არ არის. ბავშვსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიმეოროს რაიმე თქვენი ნათქვამისდან ან უპასუხოს - თუნდაც ჟესტებით, ან სიცილით ან ლუღლუღით - ეს არც ისე შორს იქნება პირველი სიტყვებისგან.