ყოველწლიურად თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სხვადასხვა ტკბილეულსა და ნუგბარს გადასცემს. წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და წინადადებების მიღება უკვე დაამთავრა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ერთ სასაჩუქრე ყუთში შემდეგი სახის ტკბილეული უნდა იყოს:
თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:
თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს, კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) თვე მოწოდების მომენტისთვის.
თითოეული ტკბილეულის ნაკრები შეფუთული უნდა იყოს შემსყიდველთან შეთანხმებულ ბრენდირებულ მუყაოს ყუთში, საახალწლო თემატიკით.
როგორც სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, წინადადებების მიღება 24 ნოემბერს დასრულდა. მიწოდების ვადად კი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
თამარ იაკობაშვილი