აირჩიეთ ცნობილი მხატვრის ერთი ნახატი და გაიგეთ, რა ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ - ტესტი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერს შეამოწმებს - მშობლები

აირჩიეთ ცნობილი მხატვრის ერთი ნახატი და გაიგეთ, რა ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ - ტესტი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერს შეამოწმებს

2023-11-27 12:35:39+04:00

შემოქმედებითი აზროვნების მქონე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შემოქმედებითი ადამიანები ხშირად დეპრესიას, შფოთვას განიცდიან, ბევრი სხვადასხვა შეკითხვა აქვთ და ფსიქოლოგიური ტრავმის თავიანთ ნამუშევრებში გადმოტანას ცდილობენ.

დღეს გაგიზიარებთ სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარს. მათგან უნდა აირჩიოთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ის, თუ რომელ ნახატს აირჩევთ, ტესტის შემდგენლების თქმით, თქვენს ქვეცნობიერსაც გამოააშკარავებს და როდესაც ნახატის ავტორის შესახებ წაიკითხავთ, შესაძლოა, მასა და მის ფსიქოლოგიურ ტრავმებთან ბევრი საერთო აღმოაჩინოთ. თუ არც ერთი ნახატი არ მოგეწონებათ ისე, რომ აირჩიოთ, გამოდის, ამ ტრავმებთანაც არ გაქვთ არაფერი საერთო:

image1-9-1701074172.jpg

image2-5-1701074185.jpg

პასუხების აღწერა

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი

1-1701074212.jpg

ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარს კლინიკური დეპრესია და მელანქოლია აწუხებდა. ითვლება, რომ რემბრანდტს ეს ყველაფერი მეუღლის, სასკიას გარდაცვალების შემდეგ განუვითარდა. საყვარელი ქალის დაკარგვამ მხატვრის კეთილდღეობაზე, ემოციურ მდგომარეობასა და ხატვის სტილზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. თუმცა, მხატვარი შვილების ძიძისადმი ახალმა სიყვარულმა გააცოცხლა და ფსიქოლოგიურ ტრავმასაც დაძლია.

მიქელანჯელო კარავაჯო

2-1701074225.jpg

კარავაჯო აგრესიული ბუნებითა და ტემპერამენტით გამოირჩეოდა, ამიტომაც ეს მხატვრის შემოქმედებაზეც აისახებოდა. ემოციების უკონტროლობა, მუდმივი შეტაკებები ეკლესიასთან, გაუგებრობები მეგობრებთან და ახლობლებთან - მხატვარს მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთი კონფლიქტი ჰქონდა და ადამიანებს მარტივად ვერ უგებდა. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებდა. ერთხელ, სიმთვრალეში მორიგი ჩხუბის დროს მიქელანჯელო მკვლელობაში დაადანაშაულეს. თავად რომის პაპმაც კანონდამრღვევად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისი მოკვლა. მიქელანჯელო გადასახლდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ რომში დაბრუნება გადაწყვიტა. რომისკენ მიმავალ გზაზე ის გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა - მხატვარი მოკლეს, თუ გარდაიცვალა ვერ თანხმდებიან.

ფრანცისკო დე გოია

3-1701074238.jpg

ესპანელი მხატვარი, რომელიც ესპანეთის სამეფო კარზე მუშაობდა და არაერთ გავლენიან ადამიანს ხვდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობის გამო სმენა დაკარგა, საკუთარი თავის მიმართ რწმენა შეერყა და დეპრესია დაემართა. სახლში განმარტოებულმა ცხოვრებამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, საშინელი კოშმარები და ჰალუცინაციები აწუხებდა. მის შემოქმედებაში კი სევდა, შიში და საშინელი ფიქრები აისახა.

ვინსენტ ვან გოგი

4-1701074253.jpg

ცნობილ მხატვარს ფსიქიკური აშლილობის მთელ ჩამონათვალს მიაწერენ, მათ შორის ბიპოლარული აშლილობა და ჰალუცინაციებიცაა. ითვლება, რომ ვან გოგს ეპილეფსიისა და დეზორიენტაციის ეპიზოდებიც ჰქონდა. იყენებდა ალკოჰოლს, ფიქრობდა, რომ მის ნამუშევრებს არავინ აფასებდა და დეპრესიით იტანჯებოდა. ვან გოგი მთელი ცხოვრება ემოციურ არასტაბილურობას ებრძოდა.

პოლ გოგენი

5-1701074267.jpg

მხატვარი დეპრესიით იტანჯებოდა. როგორც ცნობილია, მას ვან გოგთან მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა და თვითმკვლელობის მცდელობასაც მიაწერენ. ფსიქოლოგიაში "გოგენის სინდრომიც“ დამკვიდრდა. ამ სინდრომის მქონე ადამიანები უცებ აცნობიერებენ, რომ ღირებულებები, რომლებსაც ადრე ემსახურებოდნენ, მათ საზოგადოებამ უხეშად დაუწესა, ამიტომ ისინი შეგნებულად უარს ამბობენ ცხოვრებაზე, რომელიც თვითრეალიზაციაში ხელს უშლის.

მიხაილ ვრუბელი

6-1701074281.jpg

ცნობილი მხატვარი ყოველთვის თავშეკავებულობითა და უცნაური ბუნებით გამოირჩეოდა. 3 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვად ითვლებოდა. გაუმართავად და ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და სიარულიც საკმაოდ გვიან ისწავლა. შემდეგში კი ვრუბელს სიფილისი აწუხებდა, რამაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის ბიპოლარული აშლილობა გამოიწვია. მის ნაშრომს - "მჯდომარე დემონი" დაავადების გამოვლინებას უწოდებენ.

ედვარდ მუნკი

7-1701074294.jpg

მხატვარმა დედა ადრეულ ასაკში დაკარგა და ამის შემდეგ, ფანატიკოს მამასთან და შიზოფრენიით დაავადებულ დასთან ერთად იზრდებოდა. მუნკი სიკვდილისა და მისტიკის მიმართ ბავშვობიდან ავლენდა ინტერესებს. ზრდასრულ ასაკში ისტერიულ შეყვარებულს შეხვდა, რომელიც მისი გრძნობით მანიპულირებდა და თვითმკვლელობით ემუქრებოდა. მხატვარს ნერვული აშლილობა და ჰალუცინაციები აწუხებდა. ხელოვანს გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ კარზე სიკვდილი უკაკუნებდა და საშინელი ურჩხულები ჩნდებოდნენ, რის გამოც მისთვის მთელი რეალური ცხოვრება აუტანელი იყო.

ენდი უორჰოლი

8-1701074306.jpg

ამერიკელი მხატვარი მთელი ცხოვრება "ნიუ-იორკის დიეტაზე“ იყო. რესტორანში ბევრ კერძს უკვეთავდა და არ მიირთმევდა. თუმცა, მის რაციონში გაზიანი სასმელები, სუფები და უამრავი ტკბილეული იყო, რომლებიც თავს ვერ აუკრძალა. როგორც მხატვრის ახლობლები ამბობენ, უორჰოლს მხოლოდ ტკბილეულის ჭამა შეეძლო და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა. შედეგად, არადაბალანსებულმა კვებამ იგი კუჭის წყლულამდე მიიყვანა, დაავადება გაუმწვავდა და გარდაიცვალა.