ალბათ, ბევრი ადამიანი დილას ყველაზე ხშირად ფინჯანი ყავითა და მცირე წახემსებით იწყებს. ნუტრიციოლოგები განმარტავენ, სინამდვილეში, რა უნდა მივირთვათ საუზმეზე და რომელია ამისთვის ყველაზე კარგი დრო:
როგორც ნუტრიციოლოგები ამბობენ, ოქროს წესია, რომ ადამიანმა საუზმე გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ მიირთვას.
"ეს მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და დღის მეორე ნახევარში გაძლიერებული კვების სურვილს მოგიკლავთ. თუ გაღვიძებისთანავე, ან მალევე საუზმეს მიირთმევთ, ამან შესაძლოა, დაღლილობა გამოიწვიოს, რაც თქვენს პროდუქტიულობას ხელს შეუშლის."- განმარტავენ სპეციალისტები.
"ადამიანებს, რომლებიც დილით შიმშილს ვერ გრძნობენ, როგორც წესი, ღვიძლისა და ნაწლავის ჯანმრთელობაზე გარკვეული კვლევების ჩატარება სჭირდებათ. მათი ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, დილით შიმშილი ბუნებრივია." - ამბობენ სპეციალისტები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დიეტა, მათ შორის, ინტერვალური შიმშილი, შესაძლოა, საუზმის გამოტოვებისაკენ გიბიძგებდეთ და პირობითად, კვების დღის 12 საათიდან დაწყებას მოგიწოდებდეთ, სპეციალისტები გირჩევენ, რომ საუზმე არ გამოტოვოთ.
სპეციალისტების თქმით, იდეალური საუზმე ცილებისაგან, მაგალითად კვერცხის, უცხიმო იოგურტის, მცენარეული ცილისაგან იწყება. ის შეიძლება შერწყმული იყოს დაბალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლებთან, როგორებიცაა შვრიის ფაფა, წითელი ან ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა ან კინოა.
ვაშლით, ფორთოხლით, ისპანახით, ან კომბოსტოთი დამზადებული სხვადასხვა სმუზი, ჩიას, ან სელის თესლით კარგი ალტერნატივაა.
ნუტრიციოლოგების თქმით, იდეალური საუზმე 4 კომპონენტს მოიცავს:
სპეციალისტები გირჩევენ, რომ დილით გადამუშავებული საკვები, მათ შორის, შეფუთული, ან ახლად გამოწურული ისეთი წვენები, რომლებსაც შაქარი აქვთ დამატებული, არ მიიღოთ.
მარტივი ნახშირწყლების მიღება, როგორებიცაა, ტკბილეული, ცომეული, შოკოლადი, ჯობს თავიდან აირიდოთ. გარდა ამისა, დილით უზმოზე ყავის მიღება რეკომენდებული არ არის. იქამდე ისაუზმეთ.