ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა ეს ჩვევები ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება და დიდ გავლენას ახდენს მის ზოგად ჯანმრთელობაზე.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ბავშვს დაეხმაროთ და ხელი შეუწყოთ. მშობლების ჩართულობას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.ჩვევების ჩამოყალიბება კი სწორი მიდგომებით უნდა მოხდეს. გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას:
- ბავშვის საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული. არ შეიძლება მოზარდის ერთფეროვანი საკვებით ხანგრძლივად კვება. კვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს: ხილს, ბოსტნეულს, უცხიმო ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს, ბურღულეულს, პარკოსნებს, კვერცხს.
- თუ ბავშვი სასარგებლო საკვების მიღებაზე უარს ამბობს, შეარჩიეთ მისი განსხვავებული ფორმა, რომელიც თავად მოზარდსაც მოეწონება. მაგალითად, ბავშვები ხშირად უარს ამბობენ რძის ნაწარმის ტრადიციული ფორმით მიღებაზე. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია „რასტიკაშკას“ პროდუქტები და განსაკუთრებით, ხაჭო. პროდუქციის ყოველ 100 გრამში შედის მთლიანი მასის 15% D ვიტამინი და 25% კალციუმი, რაც ეხმარება პატარებს, გაიზარდონ ჯანმრთელები და ძლიერები. ხაჭო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია შესთავაზო ბავშვს, თუმცა მისი მიღება განსაკუთრებით კარგია ძილის წინ, რადგან შეიცავს ნუტრიენტების ნაზავს, რაც ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას, კუჭის მოქმედებას. პროდუქტის მთავარ უპირატესობებს შორისაა დაბალი მჟავიანობა, რის გამოც ის არ აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს. ამასთან ერთად ხაჭო უფრო მსუბუქია, ვიდრე რძის სხვა პროდუქტები და უკეთესად შეიწოვება საღამოს. რაც მთავარია, ის არის 100%-ით ბუნებრივი შემადგენლობით შაქრის დამატების გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ხილის ბუნებრივი სიტკბო აქვს. არომატები კი მრავალფეროვანია და შეგიძლიათ, თქვენს პატარას მისთვის საყვარელი ხილით შესთავაზოთ.

- პროდუქტების მრავალფეროვნებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა. სასურველია, ყოველდღიურად საკვების მიღების დრო ერთმანეთისგან ძალიან არ განსხვავდებოდეს.
- მოერიდეთ საკვების ჯილდოდ ან სასჯელად გამოყენებას. დასჯით ბავშვებს კონკრეტული საკვების, მაგალითად, ტკბილეულის აკრძალვით, მას არასწორ შეხედულებას ჩამოუყალიბებთ ამ არაჯანსაღ საკვებზე. ასევე, მოერიდეთ ბავშვების დაჯილდოებას საკვებით. მაგალითად, თუ კერძს დაასრულებს, მაშინ შოკოლადს მიიღებს. ასე ბავშვებს გაუჩნდებათ განცდა, რომ შოკოლადი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოსტნეულის თუ ხორცის კერძი.
ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბების დროს აუცილებელია, რომ ბავშვი შესაბამისად იკვებებოდეს სკოლაშიც. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ სკოლისთვის ლანჩის გამზადება. გაატანეთ ხილისა და ბოსტნეულის ლანჩ ბოქსი. თუ პროდუქტს ლამაზად დაჭრით, ბავშვს მეტი მოტივაცია ექნება, რომ ის მიირთვას. სკოლაში გასატანებლად ასევე ძალიან პრაქტიკულია „რასტიშკას“ ხაჭო და იოგურტი, რომელიც პაუჩის ფორმითაც ხელმისაწვდომია. ბავშვებს ასევე ძალიან უყვართ დასალევი იოგურტი. „რასტიშკა“ რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ. ის არის სასარგებლოს და გემრიელის იდეალური თანხვედრა. შესაბამისად, ყველა მშობელს გადაუჭრის საფიქრალს იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ კვებით რაციონში სასარგებლო, ნატურალური პროდუქტი, რომელიც ბავშვს მოეწონება.

აუცილებლად წაახალისეთ თქვენი შვილები ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. ეს საუკეთესოა, რაც მათ ბავშვობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში დადებით გავლენას მოახდენს მის ჯანმრთელობასა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.
R