ცნობილი მსახიობი ია ნინიძე 63 წლისაა და მისი მშვენიერი ღიმილი, რომლითაც უამრავ მაყურებელს ხიბლავდა წლების განმავლობაში, კვლავ უცვლელია. სულ პატარა ასაკიდან გახდა პოპულარული, როცა "ვერის უბნის მელოდიებში" გადაიღეს, მალე კი არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა და მუდმივად დაკავებული იყო, როგორც მსახიობი.
მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისე იღბლიანად აეწყო. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.
იას პირველი ქმარი სოფილო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა როგორც მოგვიანებით ია ყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.
ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვლა ახალ სიყვარულს -სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.
1986 წლის შემოდგომაზე იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მალე წყვილს ქალიშვილი - ნინოს შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.
შემდეგ იყო მის ცხოვრებაში დიდი სიყვარული, ბიზნესმენ ლადოს სახით, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და მალე გარდაიცვალა. მოგვიანებით მსაიხობი ყვებოდა, რომ წლები გლოვობდა ამ ადამიანს და დეპრესიაშიც კი ჩავარდა მის გამო. თუმცა ამ მდგომარეობიდან შვილებმა გამოიყვანეს და შემდეგაც, კვლავ შვილების მომავლისთვის, გადაწყვიტა, ისევ მოსკოვში დაბრუნებილიყო საცხოვრებლად, სადაც მისი ყოფილი ქმარი სერგეი დაპირდა, რომ მათი საერთო შვილის - გიორგის განათლებაზე იზრუნებდა. იქვე დაიწყო იამ მუშაობა და სამსახიობო კარიერაც.
2012 წელს კვლავ განსაცდელი ელოდა, სიმსივნის დიაგნოზის სახით, თუმცა მსახიობმა ეს განსაცდელიც გადალახა და ამბობს, რომ დღეს ძალიან ბედნიერია შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში. მისი ქალიშვილი ნინო ცნობილი მსახიობია, ვაჟი კი ადვოკატია.
იხილეთ უფრო ვრცლად ია ნინიძის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე: