ეს პროდუქტი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ადამიანებისთვის. ის არის წყარო გულისა და ტვინის, თმისა და ფრჩხილებისთვის საჭირო ელემენტების. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის, როგორც წესი, აუცილებელია სწორი კვება, მოწესრიგებული დღის რეჟიმი, ძილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ჯანსაღი ჩვევა უნდა ჩართონ ამ ყველაფერში ქალებმა - რეგულარულად მიიღონ თხილეული. თხილეულის გამოყენება დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ნაკლებ რისკთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ თეორიას, რომ თხილეული სიცოცხლეს ახანგრძლივებს. განსაკუთრებით გამოყოფენ ნიგოზს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნიგოზი კარგი დამხმარეა იმ ქალებისთვის, რომლებსაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აქვთ.
მარშალის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ დღეში 50 გრამი კაკლის მიღება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას ან ამ დაავადების წარმოქმნის რისკს.
კაკალში არის ნივთიერება სახელად პედუნკულაგინი, რომელიც ორგანიზმში უროლიტინად მეტაბოლიზდება. უროლიტინები დაკავშირებულია ესტროგენის რეცეპტორებთან და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ შეუძლიათ მოქმედება.
გარდა ამისა, თხილეული და ნიგოზი ეფექტური დამხმარეა დიეტების დროს. მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც ააქტიურებს ცხიმების წვის პროცესს. საკვებში ნიგვზის გამოყენება ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონესაც დაბლა სწევთ და ასევე, ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე დადებითად მოქმედებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების საწინააღმდეგოდ. ბევრი დიეტოლოგი აქტიურად რთავს რაციონში თხილს, კაკალს, გოგრის და მოუხალავი მზესუმზირის მარცვლებს, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ადვილადაც ანაყრებს. კარგი შემცვლელია ცომეულის და ტკბილეულის, თუმცაღა, რასაკვირველია, საუბარია ზომიერ გამოყენებაზე, რადგან გადამეტება არც ამ პროდუქტის შემთხვევაში შეიძლება.