ახალი წელი ახლოვდება და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საახალწლო ფილმი "მარტო სახლშია", რომლის მთავარი გმირი მაკოლეი კალკინი სულ პატარა ასაკიდან ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. თუმცაღა შემდგომ წლებში არც ისე გაუმართლა, როგორც ბავშვობაში, ბევრი რთული ეტაპის გავლაც მოუწია და კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში უიღბლობებს თავისებურად ებრძოდა. სულ რამდენიმე წელია, უკან მოიტოვა დეპრესიული პერიოდები, საყვარელ ადამიანთან - ბრენდა სონგთან ცხოვრობს 2017 წლიდან და ორ ვაჟსაც ზრდიან ერთად. შარშან დაინიშნენ ოფიციალურად და ალბათ, იქორწინებენ კიდეც.
ახლა კი მაკოლეის ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი აქვს, რომლის გახსნასაც მისი საყვარელი ადამიანები ესწრებოდნენ.
"მინდა, ბრენდას მადლობა გადავუხადო. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. ჩემი მთავარი მხარდამჭერი ხარ. ახლა ჩემზე ბევრად მეტად შენ გიხარია ეს ამბავი. არა მხოლოდ საუკეთესო ქალი ხარ მათ შორის, ვისაც ვიცნობ, არამედ საერთოდ საუკეთესო ადამიანი ხარ. შენ მაჩუქე მიზანი, მაჩუქე ოჯახი. ახლა, როცა ჩვენი ბიჭები გვყავს, თქვენ სამნი, ჩემი საყვარელი ადამიანები ხართ. ძალიან მიყვარხართ", - წარმოთქვა მაკოლეიმ ცერემონიაზე.
მაკოლეის მხარდასაჭერად მისი ეკრანული დედაც მოვიდა - კეტრინ ო'ჰარა, რომელიც ფილმში მაკოლეის დედას განასახიერებს.