წლიდან წლამდე ნაძვის ხის გაფორმების ტენდენციები იცვლება. მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ "ბიბლუსი გალერეაში" ნაძვის ხე მორთო და წლევანდელ ტრენდებზეც ისაუბრა.
"წელს აქტუალურია ნაძვის ხის ერთი ფერის გრადაციებში მორთვა. შეგვიძლია მოვრთოთ ვინტაჟური სათამაშოებითაც. არასოდეს აჰყვეთ მხოლოდ ტრენდებს, თქვენ როგორ განწყობაზე ხართ, თქვენს სახლში როგორი ინტერიერიც არის, ნაძვის ხეც იმას მიუსადაგეთ. წელს ასევე ტრენდულია წვიმები, გრძივი სათამაშოები. მორთვას ყოველთვის გვირგვინით ვიწყებ. მისი ფერი გიკარნახებთ შემდეგ ნაძვის ხის ძირითად ფერს. გვირგვინის შემდეგ სანათებს ვამაგრებ, რომლის მოხვევაც ზემოდან უნდა დაიწყოთ... პატარა სათამაშოებს ვკიდებთ ზევით, უფრო დიდებს - ქვევით" - ამბობს დალი ჩიტალაძე და გვიმხელს, რომ წელს მისი ნაძვის ხე ვინტაჟურ სტილში იქნება მორთული.
"ვაგროვებ და ვეფერები თითოეულ სათამაშოს. ძალიან მიყვარს და დიდი ემოციური დატვირთვა აქვს ჩემთვის" - ამბობს მოდის ექსპერტი.