როგორ გავხადოთ ბავშვებთან ერთად საახალწლო საყიდლების პროცესი ჯადოსნური და დასამახსოვრებელი? - მშობლები

როგორ გავხადოთ ბავშვებთან ერთად საახალწლო საყიდლების პროცესი ჯადოსნური და დასამახსოვრებელი?

2023-12-06 12:18:07+04:00

თითოეული ჩვენგანი, ყოველ ახალ წელს, რაღაც ზღაპრულსა და ჯადოსნურს ელოდება. ამ დროს თოვლის ბაბუს როლს ასრულებს ყველა, ვინც საზეიმო განწყობის შექმნაში გვეხმარება, ლამაზი სიურპრიზებითა და საჩუქრებით გვანებივრებს და უბრალოდ, ჩვენზე ზრუნავს.

ამ ყველაფერს განსაკუთრებით მძაფრად ბავშვები აღიქვამენ. მათთვის საახალწლო სამზადისი ემოციური და შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ გირჩევთ, არ გამოატოვებინოთ სამზადისის არც ერთი დეტალი. პირიქით, ეცადეთ ბავშვები მაქსიმალურად ჩართოთ ამ ყველაფერში, ერთად წადით საყიდლებზე და ერთად გააკეთეთ კერძები. ეცადეთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ თქვენი შვილების სურვილები და ინტერესები.

პირველ რიგში, შეადგინეთ საახალწლო საყიდლების სია. ჩამოწერეთ ყველაფერი - საჩუქრებით დაწყებული დეკორაციებით დასრულებული. ასე თქვენს ბავშვებს სხვებზე ზრუნვასაც ასწავლით და საქმის სწორ მენეჯმენტსაც შეაჩვევთ.

მეორე ეტაპზე, შეარჩიეთ სწორი ადგილი თქვენი საყიდლებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს ადგილი აუცილებლად ძალიან ლამაზი უნდა იყოს და საახალწლო განწყობა უნდა იგრძნობოდეს. სასურველია, ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი სხვადასხვა ნივთი, რომ ბევრ ლოკაციაზე წასვლა არ მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რასაც ახალი წელი მოჰყავს. „ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა. ფესტივალი 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ - ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. „ბიბლუსის“, „პეპელასა“ და XS სათამაშოების“ ასორტიმენტზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ და საახალწლო განწყობაც ყველაზე მეტად მოჰყავს, იმოქმედებს 40% -იანი ფასდაკლება. მათ შორის იქნება ჟირაფი ჟოზეს სათამაშოებიც, რომელიც პატარებს განსაკუთრებით უყვართ. დამატებით კი თიბისი VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ. რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ.

406265148-671549775083499-3990143256674699289-n-1701850822.png

ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარულმა რომ ზედმეტი პრობლემების გარეშე ჩაიაროს, აუცილებლად წინასწარ შეთანხმდით ბიუჯეტზე. აუხსენით დაახლოებით რა თანხის დახარჯვას ან რა რაოდენობის ნივთის შეძენას შეძლებთ.

სასურველია საყიდლებზე მთელი ოჯახი წახვიდეთ. ახალი წელი ხომ სწორედ ის დღესასწაულია, როდესაც ემოციები საყვარელ ადამიანებს უნდა გაუზიაროთ. ამიტომ სამზადისის ეტაპიც გაუზიარეთ ოჯახის წევრებს და ერთად შეიძინეთ ყველაფერი, რაც ახალ წელთან ასოცირდება.

და ბოლოს, არ გადადოთ საყიდლები დეკემბრის მიწურულისთვის. რაც უფრო მალე დაგეგმავთ ამ ყველაფერს, მით უფრო ამაღლებული იქნება თქვენი და თქვენი შვილების საახალწლო განწყობა.

#საახალწლოფესტივალი #ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი #პეპელა #xstoys #ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი #Visa #თიბისი

R