პერის ჰილტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თაყვანისმცემლებს უამბო, რომ პანიკური შეტევების გამო ბავშვის გაჩენის ეშინოდა და ამიტომ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა. წელს ის და მისი მეუღლე კარტერ რეუმი ორჯერ გახდნენ მშობლები: წლის დასაწყისში მათ ვაჟი ფენ სი შეეძინათ, ახლახან კი ქალიშვილი, სახელად ლონდონი დაიბადა.
პერის ჰილტონის თქმით მშობიარობის შიში მოზარდობისას მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგია. ცნობილია, რომ პერისმა ერთი წელი რთულად აღსაზრდელი მოზარდებისთვის განკუთვნილ სკოლაში გაატარა. სწორედ აქ გახდა გოგონა ფიზიკური, ემოციური და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. ის ძალადობად და მშობიარობის შიშის მიზეზად მიიჩნევს სკოლაში იძულებით ჩატარებულ სისტემატურ გინეკოლოგიურ გასინჯვებსაც.
„როცა ექიმის კაბინეტში შევდივარ, მგონია, რომ საშინელ მანიმულაციებს ცამიტარებენ და პანიკური შეტევა მეწყება. ამმ დროს სუნთქვა მეკვრის დ ამგონია, რომ გავიგუდები“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
სწორედ ეს შეტევები მიიჩნია პერის ჰილტონმა მშობიარობის სერიოზულ რისკად როგორც მისი, ასევე ბავშვის ჯანმრთელობისთვის. „ვიცოდი, რომ პანიკური შეტევები მეც დამაზარალებდა და მუცელში მყოფ ბავშვსაც“ - აცხადებს ჰილტონი.
ადრინდელ ინტერვიუში პარიზმა ასევე აღიარა, რომ ორი ყველაზე დიდი შიში, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა, იყო სიკვდილი და მშობიარობა.
შვილების გაჩენის შემდეგ 41 წლის პერის ჰილტონი სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს. მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ თოჯინებივით ყიდულობდა ბავშვებს, არ სურდა ორსულობის სირთულეების გავლა და სხეულიოს ფორმების შეცვლა.
პერის ჰილტონმმა ცოტა ხნის წინ კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა გადაიტანა, როცა 9 თვის ფენიქსთან ერთად იპოზიორა. საზოგადოების რეაქცია საკმაოდ მოულოდნელი იყო. ფოტოების გამოქვეყნებისთანავე 18 ათასზე მეტი კომენტარი მოგროვდა და ძირითადად, ბავშვის გარეგნობას განიხილავდნენ, ნეგატიურ კონტექსტში.
გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბავშვს ზედმეტად დიდი თავი აქვს და ეს შეიძლება რაღაც დაავადებაზე მიანიშნებდეს.