დემენციით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სამწუხაროდ, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. მიზეზთა შორის, ასაკის მატებასთან ერთად, გარემო ფაქტორების, სტრესის, გადაღლის, არასაკმარისი ძილისა და არასათანადო კვების საკითხებიც გასათვალისწინებელია.
ყოველდღიურ რუტინასა და ვალდებულებებში საკუთარ თავზე ზრუნვის დრო შესაძლოა, აღარ გვქონდეს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მეხსიერების გავარჯიშებაზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ, თუ გვსურს, რომ მომავალში სერიოზული გართულებები თავიდან ავირიდოთ.
მეხსიერების გასაუმჯობესებლად კი სხვადასხვა ტესტს, თავსატეხს დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს გაგიზიარებთ ტესტს, რომელიც შეამოწმებს, რამდენად კარგი მეხსიერება და სხარტი აზროვნება გაქვთ.
თუ მოცემულ სურათზე 5 განსხვავების პოვნას შეძლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ და თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს. თუ მხოლოდ 2-3 განსხვავების აღმოჩენას შეძლებთ, სპეციალისტები გირჩევენ, რომ კვირაში ორჯერ მაინც იაროთ ფეხით, იყოთ სუფთა ჰაერზე და განიტვირთოთ. ხოლო, თუ მხოლოდ 1 განსხვავებას იპოვით, ან საერთოდ ვერ აღმოაჩენთ განსხვავებებს, ეს ნიშნავს, რომ დასვენება გჭირდებათ, რადგანაც თქვენი გონება ზედმეტადაა გადატვირთული.