მომღერალ ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი ტაისია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც თავის ბებოს, მის დებს და ასევე - დიდ ბებოს აცნობს საზოგადოებას. ყველანი ძალიან ლამაზები არიან და ვიდეოს დამსახურებული თბილი კომენტარებიც მოჰყვა.
თავად ტაისიაც ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ემსგავსება დედას - მშვენიერი ქრისტინეს.