აუცილებელია თუ არა ბავშვებს სიმართლე ვუთხრათსანტა კლაუსის შესახებ, რატომ არის ზღაპრების რწმენა განვითარებისთვის კარგი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი ძალიან ძვირიან საჩუქარს ითხოვს. ეს კითხვები ბევრ მშობელს აწუხებს და ვეცდებით რამდენიმე რჩევით დაგეხმაროთ.
აღზრდაში არ არსებობს ერთი სტანდარტული წესი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ან არ აუნდა გააკეთოს მშობელმა. ეს ყველაფერი ოჯახზე და მის ღირებულებებზეა დამოკიდებული. იგივე ითქმის საახალწლო ტრადიციების აღნიშვნაზე. არის ოჯახები, სადაც თოვლის ბაბუის არსებობას არ აღიარებენ. არის ოჯახები, სადაც პირიქით, ყოველმხრივ მხარს უჭერენ საახალწლო ლეგენდას - ამზადებენ საახალწლო კალენდრებს, წერილებს წერენ თოვლის ბაბუას. და ორივე ეს ვარიანტი აბსოლუტურად ნორმალურია.
გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს არ შეუძლიათ რეალობის და გამოგონილის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ზღაპარიც მათთვის რეალობის ნაწილია.
მაგრამ ბავშვები იზრდებიან და თანდათან სწავლობენ გარესამყაროს, ამიტომ ყველაფერი მშობლებზე აღარ არის დამოკიდებული. არ შეგვიძლია ბავშვი სამუდამოდ განვითარების ერთ ეტაპზე ვამყოფოთ. ამიტომ, ვაკვირდებით, რა კითხვებს სვამს, საერთოდ უჩნდება თუ არა კითხვები, ვინ არის თოვლის ბაბუა.
თუ ბავშვი უკვე გაიზარდა და ესმის, რომ სხვა ბავშვებს ნამდვილად არ სჯერათ თოვლის ბაბუის. ან თავად იწყებს იმის გარკვევას, რომ ზღაპრის პერსონაჟი სხვაა და რეალობა - სხვა, თუ ზრდის ეს ბუნებრივი პროცესი დაიწყო, მაშინ აზრი არ აქვს ამის დამუხრუჭებას და ბავშვის დარწმუნებას, რომ მას რაღაც ეშლება და თოვლის ბაბუა მაინც არსებობს.
ძნელი წარმოსადგენია ათი წლის ბავშვი, რომელსაც 100 პროცენტით სჯერა თოვლის პაპის ზღაპრის. თანამედროვე ბავშვები სწრაფად ვითარდებიან. კი, სიხარულით ეძებენ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს, მაგრამ უკვე ხვდებიან, რომ მშობლებმა უყიდეს ისინი და არა კეთილმა ბაბუამ, რომელიც ციგით მოფრინდა და ფანჯრიდან შეიპარა.
ამიტომ, არც ის არის საჭირო, სპეციალურად დაუჯდეთ და მიახალოთ „მთელი სიმართლე“. ბავშვები იზრდებიან და ყველაფერს თავად ხვდებიან.
ხდება ისე, რომ პატარა ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა საახალწლო სასწაულის, ერთ-ერთმა მეგობარმა ან ახლობელმა უდროო დროს "განათლა". ამ შემთხვეაში მნიშვნელოვანია, რომ არ შეურაცხყოთ ბავშვის გრძნობები და მხარი დაუჭიროთ მას. მიეცით საშუალება იმედგაცრუებას გაუმკლავდეს. მან უნდა იცოდეს, რომ მშობლებს ესმით მისი, არ განსჯიან და არ იცინიან გრძნობებს.
თუ მხარდაჭერა გვინდა, მაშინ ჯობია რეალობაზე ვისაუბროთ – რომ თოვლის ბაბუა შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა ერთმანეთის გახარებაზე ვფიქრობთ და საჩუქრებს ვჩუქნით. სინამდვილეშიც ხომ ეს არის საახალწლო ზღაპრის მთავარი ხიბლი, როდესაც ჩვენ თვითონ ვხდებით ჩვენი დღესასწაულის შემქნელები.
ადრე საკმაოდ მკაფიო კონცეფცია გვქონდა სანტა კლაუსთან დაკავშირებით– წმინდა ნიკოლოზი. ეს არის შემფასებელი, რომელიც აკვირდება, როგორ იქცევიან ბავშვები, კარგ ბავშვებს ასაჩუქრებს, ურჩებს კი საჟუქრის გარეშე ტოვებს.
ახლა მშობლებმა თავად უნდა მოიფიქრონ საახალწლო კონცეფცია. ვინ არის თოვლის პაპა, რას აძლევს მისი რწმენა ბავშვს, რატომ მოაქვს საჩუქრები და ა.შ. შეგიძლიათ თოვლის პაპა სხვადასხვა აღმზრდელობითი საუბრების დროს გამოიყენოთ.
ზოგჯერ ბავშვი ითხოვს საჩუქარს, რომელსაც მშობლები ობიექტური მიზეზების გამო ვერ ყიდულობენ. ეს საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა მოზრდილ ბავშვებთან, როდესაც მშობლები ისევ გულმოდგინედ უჭერენ მხარს თოვლის პაპის მაგიას, ამ დროს კი ბავშვები წინააღმდეგობას სწყდებიან - თოვლის ბაბუა თითქოს ჯადოქარია, მაგრამ ყველაფრის მოტანა არ შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ ასეთ სიტუაციებს სხვადასხვა გზით დააღწიოთ თავი.
მაგალითად, თქვენ და თქვენი შვილი წერილს სწერთ თოვლის ბაბუას. აქვს აირჩიეთ ასრულების ფორმა: თოვლის ბაბუა 100 პროცენტით შეარულებს სურვილებს თუ რაღაცების მოტანა არ შეუძლია? შეიძლება, მაგალითად, თავიდანვე თქვათ, რომ თოვლის ბაბუა ყოველთვის რაღაც სიურპრიზს აკეთებს და კონკრეტული ნივთის შეკვეთას აზრი არ აქვს. ან ვამბობთ, რომ ვწერთ წერილს და ზუსტად ეს საჩუქარი დაგხგვდება ნაძვის ხის ქვეშ. ასე რომ, კონცეფციას მშობელი განსაზღვრავს, რადგან ბავშვი საბოლოოდ მშობლის სიტყვებით იქმნის წარმოდგენას თოვლის ბაბუაზე.