ნიცა და გიორგი წლის ყველაზე პოპულარული სახელებია და ყველაზე მეტ ახალშობილს დაარქვეს - ხშირად დარქმეული სახელების ოცეული გოგონებსა და ბიჭებში - მშობლები

ნიცა და გიორგი წლის ყველაზე პოპულარული სახელებია და ყველაზე მეტ ახალშობილს დაარქვეს - ხშირად დარქმეული სახელების ოცეული გოგონებსა და ბიჭებში

2023-12-08 14:24:09+04:00

2023 წელი დასასრულს უახლოვდება. ამიტომ, შემაჯამებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ, 2023 წლის განმავლობაში გოგონებისა და ბიჭებისთვის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელების სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდს ასახავს. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე მეტ გოგონას ნიცა დაარქვეს, ყველაზე მეტ ვაჟს კი - გიორგი.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე გოგონებისთვის 20 ყველაზე მეტჯერ დარქმეული სახელი:

  1. ნიცა - 585
  2. მართა - 540
  3. მარიამ - 529
  4. ლილე - 529
  5. ელენე - 509
  6. მარიამი - 497
  7. ევა - 441
  8. ნია - 419
  9. თაია - 387
  10. ბარბარე - 380
  11. ანა - 320
  12. ნიტა - 309
  13. ანასტასია - 308
  14. სოფია - 283
  15. ნუცა - 280
  16. კირა - 277
  17. ლიზა - 276
  18. ნენე - 274
  19. სესილი - 269
  20. კატო - 268

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე ბიჭებისთვის 20 ყველაზე მეტჯერ დარქმეული სახელი:

  1. გიორგი - 804
  2. ალექსანდრე - 740
  3. დემეტრე - 727
  4. ნოე - 661
  5. ლუკა - 648
  6. თომა - 623
  7. ანდრია - 553
  8. დანიელ - 529
  9. ლაზარე - 493
  10. დაჩი - 492
  11. იოანე - 471
  12. გაბრიელ - 450
  13. ნიკოლოზ - 438
  14. ვაჩე - 388
  15. ილია - 384
  16. დავით - 382
  17. სანდრო - 376
  18. გაბრიელი - 367
  19. დანიელი - 328
  20. მათე - 321

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე პოპულარული სახელი გოგონებს შორის ნინოა, ვაჟებს შორის კი გიორგი.

ნინო 115 738 ადამიანს ჰქვია, გიორგი კი 193 490-ს.

იუსტიციის სამინისტროდან კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მივიღეთ. საყვარელი ფეხბურთელის სახელს მშობლები ხშირად არქმევენ შვილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამიტომაც, დავინტერესდით, 2020 წლიდან 2023 წლამდე რამდენ ბავშვს დაარქვეს ხვიჩა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ხვიჩა 18 ბავშვს დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში მოცემული სახელი 40 ბავშვს დაარქვეს. სხვათა შორის, გასულ წელს ხვიჩა ყველაზე მივიწყებული სახელების ათეულში მოხვდა, ნიცა კი გასულ წელს გოგოს სახელებში პოპულარობით მეოთხე ადგილზე იყო.

თამარ იაკობაშვილი

სახელები, რომლებიც დრაკონის წელში დაბადებულ ბავშვებს გააძლიერებს და წარმატებაში დაეხმარება
წლის ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში - რომელ სახელებს აღარ არქმევენ ბავშვებს
რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელი სახელები იყო ყველაზე აქტუალური 2022 წელს დაბადებული ბავშვებისთვის