"იყო ახალგაზრდა დედა, თან სწავლობდე სამედიცინოზე, თან ასწრებდე ყველაფერს... ლიზა არის არაჩვეულებრივი…" - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია მეუღლის, ლიზა ჩიჩუას შესახებ - მშობლები

"იყო ახალგაზრდა დედა, თან სწავლობდე სამედიცინოზე, თან ასწრებდე ყველაფერს... ლიზა არის არაჩვეულებრივი…" - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია მეუღლის, ლიზა ჩიჩუას შესახებ

2023-12-09 13:41:47+04:00

ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.

ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას შესახებ „დღის პოსტსში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დედობასა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს:

"როგორი მამა ვარ, ჩემს თავზე ვერ ვისაუბრებ, ძალიან რთულია სიტყვებით აღვწერო ეს გრძნობა. სამყარო სულ სხვა ფერებით დავინახე. რაც შეეხება ლიზას, ძალიან ყოჩაღია. იყო ახალგაზრდა დედა, თან სწავლობდე სამედიცინოზე, თან ასწრებდე ყველაფერს, ყურადღებას ყველას მიმართ, ლიზა არის არაჩვეულებრივი…" - ამბობს ირაკლი მაქაცარია.

განაგრძეთ კითხვა

რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე და ეს პერიოდი ერთად გავიარეთ... ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი - ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე, მამობასა და გეგმებზე
ირაკლი მაქაცარიას სიმღერა და ცეკვა ცოლთან, ცოლისდასა და სიდედრთან ერთად
სიძე-პატარძლის ლიბერტანგო და ქართული და გილიგაშვილთან ერთად აცეკვებული სიდედრი - კადრები ირაკლი მაქაცარიას ქორწილიდან