ვარსკვლავების ოჯახური უქმეები წინასაახალწლოდ (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

ვარსკვლავების ოჯახური უქმეები წინასაახალწლოდ (ფოტო+ვიდეო)

2023-12-10 12:45:50+04:00

ახალ წლამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა და წინასაახალწლო განწყობა, რომელიც ტრადიციულა ოჯახთან არის ხოლმე დაკავშირებული, ეშხში შევიდა.

საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებიდან ბევრმა უკვე ნაძვის ხეც ააწყო და საახალწლო განწყობა უკვე შეიქმნა.

ცნობილები, რომლებმაც უკვე დადგეს ნაძვის ხე და შეიქმნეს საახალწლო განწყობა

წინასაახალწლოდ ოჯახური ფუსფუსია ბევრ ოჯახში. თამუნა ვაშალომიძე შვილებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსებს და ნაძვის ხეც მათთან ერთად მორთო - თანაც, ორი.

tamo-1702199098.jpg

ნანუკა გულუა და მისი მეუღლე ამ უქმეებს სამშობიარო კლინიკაში ატარებენ - პატარა იკასთან ერთად, რომელიც მათი მეორე შვილია და სულ ახლახან მოევლინა ქვეყანას.

რუსკა მაყაშვილმაც ოჯახური ვიდეო გამოაქვეყნა - მეუღლესა და შვილებთან ერთად. ჯანეტ ქერდიყოშვილი კი ძმასთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს მადრიდიდან.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე პატარა ვაჟთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

snapinsta-1702199225.app_408801929_18279402508080920_4952906596981899326_n_1080.jpg

ალექსანდრა პაიჭაძემაც ქალიშვილთან ერთად გაატარა უქმეები და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

snapinsta-1702199263.app_409379096_18405632482050235_5361579710414808119_n_1080.jpg

snapinsta-1702199263.app_409395605_18405632449050235_3242939535149792286_n_1080.jpg